3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

852
SHARE

ვერძი
პროფესიონალურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წინსვლა გელოდებათ. თქვენი კომპეტენტურობა და ერუდიცია საუკეთესო გზით გამოვლინდება სამსახურში. ამ დღეს ოპტიმალური ქცევის სტილია – კომპრომისი და გონივრული დათმობა საქმეში.

კურო
განსაკუთრებით გაუმართლებთ მოზარდ კუროებს. ზოგადად, სოციალურ პრობლემასთან ადაპტაცია არ გამოირიცხება: ბავშვებს უფროსებთან ურთიერთობების მოგვარება გაუჭირდებათ. თუკი ბავშვის ბაღში მიყვანას აპირებთ, ვარსკვლავები გირჩევენ, თვალი ადევნოთ, როგორ იზრუნებს მასზე აღმზრდელი.

ტყუპები
ახალგაჩენილი დაავადება დაგროვილი ცუდი ზრახვებისა და თავდაცვის მოხსნის შედეგია. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს ოპერაციის დაგეგმვას – რეზულტატი შესაძლოა, არასასურველი აღმოჩნდეს. წარმატებული მკურნალობის შედეგი – განმარტოება, ორგანიზმის გაწმენდა, შიმშილი, ლოცვა და მარხვა.

კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია ყველანაირი შენაძენის გასაკეთებლად. მთავარია – სასურველი ნივთები იმპულსურად არ იყიდოთ. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ნივთი, რომლის შეძენაც გადაწყვიტეთ. სასურველია, იყოთ ეკონომიური და ძალიან დიდი თანხა არ დახარჯოთ გართობაში.

ლომი
ოფიციალური უწყებებიდან პასუხს მიიღებთ, რომელიც იურიდიულ საკითხებს ან იმ საბუთებს უკავშირდება, რომელთა გაფორმებას ელოდებით. შესაძლოა, ეს იყოს ვიზა, საზღვარგარეთის პასპორტი, ბილეთების შეძენა ან ტურისტული საგზური. გამოიყენეთ ეს დღე საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. არ თქვათ უარი შემოთავაზებულ მივლინებაზე.

ქალწული

დღე ქალწულებისთვის არახელსაყრელია. შესაძლოა განწყობა გაგიუარესდეთ, რაღაცით გაღიზიანდეთ და ვინმეზე განაწყენდეთ. ამიტომ დღის მანძილზე კონტაქტები მაქსიმალურად შეამცირეთ და დაკავდით სუნთქვითი ვარჯიშებით. ნუ აჰყვებით სწრაფი ფულის შოვნის ცდუნებას, არავის ენდოთ და მსხვილი ნივთი არ შეიძინოთ.

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია ფინანსური კუთხით. თქვენი ცნობისმოყვარეობა, ძლიერი ლოგიკა და ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ყოველთვის, ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ საქმეების მოგვარებაში. ვარსკვლავები გირჩევენ, პოზიციები გაიმყაროთ და ფულის მომგებიანად დაბანდებაზე დაფიქრდეთ. თქვენი გონებამახვილობა წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი
დღის პირველი ნახევარი შესანიშნავია სარეკლამო კამპანიისთვის. ოფისში თუ სახლში მოსული სტუმრები წარმატებას მოგიტანენ. მოერიდეთ თავდაუჯერებლობასა და ეჭვიანობას, შედეგად, შესაძლოა, იმედგაცრუება მიიღოთ.

მშვილდოსანი
სამსახურში, ოჯახში ან ნათესავებთან ურთიერთობაში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. მეტი ძალისხმევა და ყურადღება მოგეთხოვებათ ძველი კავშირების აღსადგენად. თუკი ნათესავები დახმარებას გთხოვენ, ვარსკვლავები გირჩევენ, უარი არ უთხრათ.

თხის რქა
ამ დღეს თქვენთვის უჩვეულო სიმარტივით შეძლებთ ახალი ნაცნობობის წამოწყებას. იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ურთიერთობები სტაბილური იქნება, შეეცადეთ, თქვენთვის დაიტოვოთ ყველაზე სასიამოვნო მოგონებები და შთაბეჭდილებები.

მერწყული
ამ დღეს ხელოვნების სფერო გაგიტაცებთ. ვენერა თქვენში მრავალმხრივ ინტერესს გამოიწვევს, რაც სიყვარულისა და პარტნიორული ურთიერთობების წარმატებაში შეგიწყობთ ხელს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენს პარტნიორს ფსიქოლოგიურად დაუახლოვდეთ. მისი ემოციური გამოხმაურება და პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება.

თევზები
დილიდან უზრუნველი განწყობა შეგექმნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს მეგობარი მოინახულოთ, რომელიმე წვეულებაზე წახვიდეთ ან ახალი ნაცნობი გაიჩინოთ. თქვენთვის აუცილებელია სამსახურებრივ საქმეებზე კონცენტრირება. გადადეთ სამედიცინო გამოკვლევაზე მისვლა, ამგვარად, მცდარი დიაგნოზის დასმას თავიდან აიცილებთ.

FB კომენტარები

კომენტარი