3 აგვისტოს სავსემთვარეობაა- ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებენ ასტროლოგები

3405
SHARE

ახლა მზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას კი ვე­ლო­დე­ბით 3 აგ­ვის­ტოს , 19:58-ზე, მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში, მე-12 გრა­დუს­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბის პლა­ნე­ტის – ურა­ნის გავ­ლე­ნით, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვენ გარ­შე­მოც მო­უ­ლოდნ­ლო­ბებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. მო­გინ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩარ­ჩო­ე­ბის გარჩვე­ვა, რა­ღაც იდე­ის­თვის გაბ­რძო­ლე­ბა. ეს ეხე­ბა თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდ­საც და სა­ერ­თო­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც ანუ დიპ­ლო­მა­ტი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ად­გი­ლი. ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას ისიც გვაძ­ლევს, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მე­ო­რე დღეს, პლა­ნე­ტე­ბი მარ­სი (და­ძა­ბუ­ლო­ბა, ბრძო­ლა) და იუ­პი­ტე­რი (სა­ერ­თა­შო­რი­სო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი) ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რებს ეყო­ფათ მოთ­მი­ნე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რე­ბენ რთულ სა­კი­თხებ­საც კი. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად. მო­ე­რი­დეთ საქ­მე­ე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვას, გა­წყვე­ტას, გა­და­დეთ ისი­ნი უფრო მშვი­დი პე­რი­ო­დის­თვის.

პლა­ნე­ტა ურა­ნი არის ჭექა-ქუ­ხი­ლის, ხოლო მერ­წყუ­ლი არის ელექტრო­ო­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, ავი­აფ­რე­ნე­ბის სიმ­ბო­ლო. ამი­ტომ, სავ­სემ­ვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში – პლუს-მი­ნუს 2-3 დღე იყა­ვით ფრთხი­ლად ამ სფე­რო­ებ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთვა­რე სწრა­ფად გა­ივ­ლის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის წერ­ტილს, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა მზე-ურა­ნის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც მოგ­ვი­ტანს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბას, ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ რა­ღა­ცის მოთ­მე­ნა, ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნა. მო­ი­მა­ტეს ემო­ცი­უ­რო­ბა, გან­წყო­ბის უმი­ზე­ზო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბა. ამი­ტომ ისევ სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? პირ­ველ რიგ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე, მათ­ზე, ვი­საც მზე ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ჰყავს ლომ­ში. აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვისი მზეც მოხ­ვდა პირ­ველ ან მე­ხუ­თე სახ­ლებ­ში და ვი­საც პი­რად ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ბევ­რი ას­პექ­ტი აქვს მზეს­თან.

ახლა კი ვნა­ხოთ, რას მო­უ­ტანს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქის თი­თო­ე­ულ ნი­შანს. აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ამ სავ­სემ­თა­რე­ო­ბა­ზე ბა­ლან­სის დაც­ვა მოგ­ვი­წევს ერ­თდრო­უ­ლად ორ სფე­რო­ში. და კი­დევ ერთხელ უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ იყოთ მშვი­დად, არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს და მშვი­დად და­ი­წყოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-დას­რუ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ახ­ლის და­წყე­ბას კი 19 აგ­ვის­ტოს ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შეძ­ლებთ: წყარო

FB კომენტარები

კომენტარი