ვერძი
თქვენი აქტიურობის მიუხედავად, თვის ბოლოს არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. სავარაუდოდ, 29 სექტემბერს რომელიღაც საქმეში დიდი ფულის ხარჯვა გელით. პერსპექტიულ საქმეში ფულის ჩადება არ დაგენანოთ, ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
კურო
ფრთხილად, გადაღლილობამ შეიძლება სტრესი გამოიწვიოს. ამ დღეს ადვილად ღიზიანდებით. ეცადეთ, წვრილმანი უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ – ეს არც ისე სერიოზულია, როგორც ფიქრობთ. დროა, მცირეოდენი პაუზა გააკეთოთ და თავის მოვლით დაკავდეთ. გირჩევთ, სპორტული დარბაზის ან აუზის აბონემენტი შეიძინოთ.
ტყუპები
შესაძლოა, დღის განმავლობაში შეიქმნას სიტუაცია, რომელიც თქვენგან დაუგეგმავ ხარჯებს მოითხოვს. ვალებში რომ არ გაეხვიოთ, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალოთ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, თქვენს რომანს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვალთ. საყვარელ ადამიანში ისეთ საოცარ თვისებებს აღმოაჩენთ, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით. ნუ გაიფუჭებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას უბრალო კაპრიზის გამო. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა და შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგით.
ლომი
შესაძლოა, თანამშრომლებმა თქვენ მიმართ უკმაყოფილება გამოხატონ. ეცადეთ, კონფლიქტის მოგვარების აგრესიული გზა არ აირჩიოთ და ერიდეთ ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას.
ქალწული
ეს დღე საკუთარი შესაძლებლობების გადაფასებას, თავდაჯერებულობასა და სიჯიუტეს განასახიერებს. ამ დღეს თქვენი საყვარელი საქმიანობა „თვალებში ნაცრის შეყრაა“. თუ საკუთარი საქმით არ დაკავდებით და ყველას „ფეხებში გაებლანდებით“, ადამიანების გაღიზიანების გარდა, ვერაფერს მიაღწევთ.
სასწორი
მშვენიერი დღეა სწავლის, მოგზაურობისა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. შესაძლოა, ფილოსოფიურად აზროვნების მიმართ ინტერესი გაგიჩნდეთ. თუ საქმემ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ, უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდეთ.
მორიელი
ამ დღეს მორიელები განსაკუთრებული ინტუიციითა და ენერგიულობით გამოირჩევიან და წარმატებისკენ მიიწევენ. წინდახედულობასა და პრაგმატიზმს თუ გამოიჩენთ, პლანეტების კეთილგანწყობას მოიპოვებთ.
მშვილდოსანი
კარგი დროა ფულის დასაბანდებლად. ამ პერიოდში შესაძლებელია ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორული ურთიერთობისთვის ემოციური ფუნდამენტის ჩაყრა. გირჩევთ, ყურადღება არ მოაკლოთ ძველ მეგობრებსა და ახლო ნათესავებს.
თხის რქა
ამ დღეს ყველა საქმის გაკეთებას ერთად ცდილობთ და პრიორიტეტების სიაც საკმაოდ გრძელი გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ, თუ ყურადღების კონცენტრირებას ყველაზე მთავარზე ვერ შეძლებთ და გამუდმებით ერთიდან მეორე საქმეზე გადაერთვებით, უამრავ დროსა და ძალას დაკარგავთ.
მერწყული
თვის ბოლოს სასიცოცხლო ენერგიით აივსებით. შესაძლოა, გაცივდეთ, მაგრამ ავადმყოფობას ადვილად გაუმკლავდებით. კარგი იქნება, თუ წინასწარ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართავთ, მაგალითად, იმუნოსტიმულატორებსა და ვიტამინებს მიიღებთ.
თევზები
ერთობლივი ბიზნესიდან ან ახალი წარმოებიდან კარგი შემოსავალი გელით. თვის ბოლოს ეცადეთ, ფული არ გაასესხოთ და ვალები თავადაც დააბრუნეთ, რომ თავი თავისუფლად იგრძნოთ.