29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოულოდნელ ამბებს მთელი დღის განმავლობაში გაიგებთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის. გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვისაც.

კურო
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაქორწინებულებს მეტი მზრუნველობა მართებთ მეუღლის მიმართ. კარგი დღეა მცირე რემონტისა და ინტერიერის შესაცვლელად. აგრეთვე, ტურიზმისა და მგზავრობისთვის.

ტყუპი
ახალი საქმიანი წინადადებები ყურადღებით განიხილეთ, მაგრამ უარს ნუ იტყვით. დღეს რომანტიკული ნაცნობობა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება გელით.

კირჩხიბი
ჰარმონიული დღე გელით, სასიამოვნო ამბებსაც გაიგებთ. მარტოხელებს საბედისწერო ნაცნობობა ელით. შეყვარებულის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

ლომი
დღევანდელი დღე ოჯახში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. შეეხმიანეთ დიდი

ხნის უნახავ ნათესავებს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ქალწული
წარმატება გელით ნებისმიერ საქმიანობაში. ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ, დაიწყებთ, წარმატებთ განხორციელდება. პრობლემებიც კი მარტივად მოგვარდება.

სასწორი
კარგი დღეა ქალაქგარეთ გასასეირნებლად. ასეთი დასვენება ენერგიით აგავსებთ. კარგი დღეა ყვავილების მოსავლელად და ინტერიერის შესაცვლელად. თანამოაზრეებთან ერთად ახალი შემოქმედებითი იდეები განიხილეთ.

მორიელი
კარგი დღეა ექსკურსის მოსაწყობად, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. დღის მეორე ნახევარში შეეხმიანეთ ნათესავებს, საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა როგორც ახალი გასართობის მოსაძებნად, ასევე ახალი ნაცნობობისთვის. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, საბუთები. მოემზადეთ სასიამოვნო ცვლილებებისთვის.

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და მეგობრებთან შესახვედრად. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელებს საბედისწერო ნაცნობობა ელით, რომელიც მგზნებარე რომანში გადაიზრდება.

მერწყული
დღეს ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. წვეულებაზე საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და დროს მხიარულადაც გაატარებთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობაც.

თევზები
კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. მოსალოდნელია ცვლილებებიც. მეტი მზრუნველობა გმართებთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. საღამოს შინაურულ გარემოში დაისვენეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები