29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორია 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი და რას გვპირდებიან ვარსკვლავები: 

ვერძი
ჰარმონიული დღეა, რომელიც უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ აქტიური დასვენებისთვის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის. ამ დღეს საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. მიჰყვებით ტრადიციებს და საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. შეგიძლიათ, თამამად შეეჭიდოთ ნებისმიერ საქმეს, რადგან წარმატება გარანტირებული გაქვთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის.

კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ და საკუთარი შვილების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ავად გახდეთ. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სარისკო მოქმედებებს – დიდია ტრავმის რისკი. საოცარი სურვილი გაქვთ, რომ ძველ მეგობრებთან გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს – სიზმარში ნანახი შეწყვეტილი მგზავრობა იმედგაცრუებას ნიშნავს.

ტყუპები
საუკეთესო დღეა პირადი საქმეების მოსაგვარებლად და ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. ყოფით ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ეს შეიძლება რემონტი, ავეჯის შეძენა ან მეზობლებთან კონფლიქტი იყოს. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა ელით.

კირჩხიბი
მატერიალური კეთილდღეობისთვის გულმოდგინე და დაძაბული შრომა გჭირდებათ. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საკითხებზე ნუ მოცდებით. ახლა დაკარგულს მომავალში ძნელად აინაზღაურებთ. საოცრად მოგინდებათ ძველი მეგობრების ნახვა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაю

ლომი
ხასიათის მკვეთრმა ცვლილებამ, ემოციურმა ფონმა და შინაგანმა მოუსვენრობამ შეიძლება პირად საქმეებზე და პარტნიორთან ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. გულახდილი საუბარი სიმშვიდესა და ჰარმონიას აღადგენს. ქალებმა შესაძლოა, ამ დღეს ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი ჩაყარონ. გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ უცხო ადამიანებთან არ ილაპარაკოთ, თორემ მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევთ.

ქალწული
სიმშვიდისა და ჰარმონიის დღეა, რომელიც სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში ჩაივლის. შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი კეთილდღეობის საფუძველი ჩაყაროთ.

სასწორი
დაძაბული დღეა. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტას მოითხოვს. შეამცირეთ კონტაქტები მინიმუმამდე და მთლიანად გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობობა. გამოიჩინეთ სიბრძნე, რომ კონფლიქტი დროში არ გაიწელოს. ამ დღეს შოპინგისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან შენაძენით უკმაყოფილო დარჩებით და წყალში გადაყრილ ფულზე დიდხანს იდარდებთ.

მორიელი
ამ დღეს ზოგიერთ მორიელს დიდი ნერვიულობა ელის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რაც ახალ ნაცნობობასა და ძველი კავშირის გაწყვეტას უკავშირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც გეხმარებოდნენ.

მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა პირადი საქმეების მოგვარებისა და ჯანმრთელობის გაკაჟებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს სასიყვარულო პრობლემების მოგვარება შეძლოთ. მარტოხელა მშვილდოსნებს ხანმოკლე შეხვედრები და მსუბუქი ფლირტი ელით. ხელსაყრელი გარემოებები და სიტუაციის მიხედვით ტაქტიკის შეცვლის ხელოვნება ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა
ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. გრძნობების გამოვლენაში წინდახედულება გმართებთ. ეცადეთ, უკეთ შეათვალიეროთ საკუთარი ინტერესის საგანი. სიზმარში ნემსები და გატეხილი შუშა იმედგაცრუებას ნიშნავს.

მერწყული
აქტიური შემოქმედებითი დღეა, რომელიც სიყვარულსა და პატიებას განასახიერებს. საქმიანი და პირადი შეხვედრები გელით, ასევე, მნიშვნელოვანი ქაღალდების გაფორმება. გირჩევთ, ძველი მეგობრები და ნათესავები მოინახულოთ, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ.

თევზები
ეს დღე იმედგაცრუებას განასახიერებს. გრძნობების გამოვლენის დროს მეტი თავშეკავება გმართებთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა ძველი პრობლემები წარმატებით გადაჭრათ და თავადაც შეიცვალოთ. მოსალოდნელია ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, რაზეც თქვენი ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება.

კომენტარები

სხვა სიახლეები