ვერძი
განწყობის ცვალებადობის გამო მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
კურო
არ გაგიჭირდებათ რთული საქმეების დაწყებაც კი. განწყობის გასაუმჯობესებლად შეეხმიანეთ იმ ადამიანს, ვისაც თქვენი ხასიათის გაუმჯობესება შეუძლია. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
ტყუპი
არ წამოიწყოთ ახალი პროექტები. დაუბრუნდით მიტოვებულ საქმეებს, მოუგვარებელ საკითხებს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია სასიყვარულო განცდა, ინტრიგები და იმედგაცრუება.
კირჩხიბი
საქმიან შეხვედრაზე არ დააგვიანოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან და კოლეგებთან. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.
ლომი
ახალი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. მოერიდეთ რთული საქმეების შესრულებას. მეტად დაისვენეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
არავის დაუპირისპირდეთ. ეცადეთ გაამხნევოთ და დაეხმაროთ გარშემო მყოფებს. ახალი საქმიანი პარტნიორები დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ.
სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. არ გადატვირთოთ კუჭი. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს, გამონახეთ ამისთვის დრო.
მორიელი
უნდა აღიაროთ საკუთარი შეცდომები, საკუთარ თავთან მაინც და გამოასწოროთ ისინი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
მოთმინებით აღიჭურვეთ და ყურადღებით იმოქმედეთ. საღამოს გაიხსენეთ მივიწყებული მეგობრები, შეურიგდით თქვენზე განაწყენებულ ახლობლებს.
თხის რქა
კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისა და გონებრივი სამუშაოსთვის. უსიამოვნო საუბარს ვერსად გაექცევით, მაგრამ მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები. საღამო საყვარელ გასართობს დაუთმეთ.
მერწყული
მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ მარილიან და ცხარე საკვებს; ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
თევზები
ზოგიერთს დაწინაურება, ხელფასის მომატება ელის. კარგი დღეა ვალის გასასტუმრებლად. დაეხმარეთ ახლობლებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge