29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

627
SHARE

ვერძი

ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციებისთვის, შემოქმწედებითი ძიებისთვის, სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. მოემზადეთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ნუ გაუშვებთ ხელიდან დიდი ხნის ოცნების ასრულების შანსს.

კურო

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშის ან სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. ამ დღეს ნებისმიერი მგზავრობა წარმატებული იქნება.

ტყუპები

ენერგიულად მოქმედების დღეა. გამორიცხული არ არის, რომ შესანიშნავი ბიზნესგეგმა შექმნათ. სიყვარულში ყველაფერი უცვლელად დარჩება. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს. ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

კირჩხიბი

ეს დღე ოჯახს, შვილებს და საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით. შანსი გაქვთ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და ცხოვრებას მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ. თუ აგარაკი გაქვთ, შეგიძლიათ მის კეთილმოწყობაზე იზრუნოთ. გლობალურ პროექტებს ნუ შეეჭიდებით.

ლომი

მოემზადეთ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებისთვის. ახალი ნაცნობობის ან ძველ სიმპათიასთან ურთიერთობის დროს ხელიდან არ გაუშვათ ოცნების განხორციელების შანსი. სავარაუდოდ, წსარმატება გელით.

ქალწული

ეს დღე სულიერ განწმენდას და გარდასახვას განასახიერებს. ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობა, კომერციული ოპერაციები და შემოქმედებითი ძიება. ახალი საქმეები, რომლებიც მოღვაწეობის სფეროს გაფართოვებას უკავშირდება, სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და მშენებლობისთვის. ასევე ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის, რაც დაძაბული შრომის შემდეგ შვებას მოგანიჭებთ. მალე შანსი მოგეცემათ მიიღოთ შედეგი, რომელსაც ასე დიდხანს ელით.

მორიელი

პასიური დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არაფერს შეცვლის. შეგიძლიათ, მშვიდად შეასრულოთ მიმდინარე საქმეები – ამ დღეს სამყაროს შეცვლას მაინც ვერ მოახერხებთ. ეცადეთ ახლობელი ადამიანების ნდობით ბოროტად არ ისარგებლოთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ მგზავრობას და სახლში დარჩით. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გაერკვეთ. ამ დღის მოვლენები თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.

თხის რქა

ეს დღე სიმშვიდეს და სულიერ წონასწორობას მოგიტანთ. შეგიძლიათ, მდგომარეობა სრულად აკონტროლოთ. გამორიცხული არ არის მცირე ოჯახური გაუგებრობა, რომელიც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. არახელსაყრელია გრძელ გზაზე მგზავრობა. საღამო დასვენებას და საყვარელ გატაცებას მიუძღვენით.

მერწყული

ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ. მშვენიერი დროა ეწნების შესწავლისა და სპორტისთვის. იზრდება თქვენი სექსუალური პოტენციალი და ინტუიცია. თქვენი მომხიბვლელობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიქცევს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებისთვის. თუ კვირის განმავლობაში მოახერხეთ და სუსულელე არ ჩაიდინეთ, ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა ემოციებმა და თავშეუკავებლობამ შეიძლება გაუგებრობა და სტრესები გამოიწვიოს, რასაც ტავის მხრივ გულთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს.

FB კომენტარები

კომენტარი