29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

288
SHARE

ვერძი
სწრაფად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები, ვალდებულები და მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. ახლობლები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

კურო
კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, შოპინგზე მეგობრებიც წაიყვანეთ. საღამოს რომანტიკა და სიურპრიზები გელით.

ტყუპი
შეხვედრები და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. პირად ცხოვრებაში – ცვლილებები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ქალაგარეთ გაისეირნეთ, იმხიარულეთ.

ლომი
შეეხმიანეთ მეგობრებს, ნათესავებს. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ქალწული
მხიარულების, საინტერესო შეხვედრების დღე გელით. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოიჩინეთ.

სასწორი
მოიწყეთ დასვენების დღე. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელით.

მორიელი
მოერიდეთ ავანტიურას, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროს ნათესავებთან.

მშვილდოსანი
ნუ ხართ მოწყენილი, შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ, გაისეირნეთ ქალაქგარეთ.

თხის რქა
ინიციატივის გამოჩენა და აქტიურობა გმართებთ. საღამოს კომპიუტერთან ჯდომის სანაცვლოდ მხიარულ წვეულებას დაესწარით.

მერწყული
ნუ ფიქრობთ წარსულზე, დატკბით დღევანდელი დღით. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ, იმხიარულეთ ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

თევზები
სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. საყვარელი ადამიანი ყველას მოთხოვნას აგისრულებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი