28 წლის, კიბოთი დაავადებულმა ჩინელმა გასაბერი სექსთოჯინა ცოლად შეირთო. მამაკაცის განცხადებით, მას დიდი ხანია სურდა ოჯახის შექმნა, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო არ უნდოდა, რომ მის მეუღლეს ეწვალა.
უცნაური ცერემონიის ფოტოები უმალვე გავრცელდა ინტერნეტში, ჩინელი ამ საქმეს ძალზე სერიოზულად მიუდგა – მან „პატარძალს“ საქორწინო კაბა უყიდა და მაკიაჟიც გაუკეთა.
თავდაპირველად ყველამ იფიქრა, რომ ჩინელი კაცის მიზანი სკანდალური თვითრეკლამა იყო, თუმცა შემდეგ ჟურნალისტების ხელთ აღმოჩნდა საბუთები, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს.