28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შესაძლოა, არაკეთილმოსურნე ადამიანმა ხაფანგი დაგიგოთ. გამოიჩინეთ თანდაყოლილი კეთილშობილება და სამაგიეროს ნუ გადაუხდით – ამით ხალხის თვალში მხოლოდ მოიგებთ. ეცადეთ, წარსულის შეცდომები გაიაზროთ და მომავალი გონივრულად დაგეგმოთ. თუ გამგზავრება შემოგთავაზეს, დასთანხმდით – გზაში წარმატება და სასიამოვნო თავგადასავალი გელით.

კურო
ამ დღის მოვლენები თავბრუს დაგახვევთ. თქვენს მხარდაჭერას უამრავი ადამიანი ელის, მაგრამ ამდენად ვერ გაიყოფით, ამიტომ პრიორიტეტები განსაზღვრეთ და ისე იმოქმედეთ. ნებისმიერი საქმე წარმატებით დასრულდება. მოულოდნელი შემოსავალი გელით.

ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა და ძველ მეგობრებთან შეხვედრა, თუმცა ეს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ, უმჯობესია, სამომავლო გეგმებზე იფიქროთ.

კირჩხიბი
ამ დღის მოვლენები თავბრუს დაგახვევთ. თქვენს მხარდაჭერას უამრავი ადამიანი ელის, მაგრამ ამდენად ვერ გაიყოფით, ამიტომ პრიორიტეტები განსაზღვრეთ და ისე იმოქმედეთ. ნებისმიერი საქმე წარმატებით დასრულდება. მოულოდნელი შემოსავალი გელით.

ლომი
მძიმე დღე გელით. აქტიურობა და დაძაბული შრომაც კი ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებმა ან დაბინძურებულმა აურამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და მიუტევოთ.

ქალწული
დღის მეორე ნახევარი საკმაოდ მძიმე იქნება, იმიტომ, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგიგროვდათ. ეცადეთ, წვრილმანებზე დრო და ენერგია არ დახარჯოთ და ყველაზე მთავარზე იფიქროთ. გირჩევთ, უარი თქვათ ახალი პროექტების დაწყებაზე და გარიგებებზე და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პრობლემების მოგვარებაში გავლენიანი მფარველები დაგეხმარონ.

სასწორი
შესაძლოა, ჩანაფიქრი განახორციელოთ, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება მომავალი კვირისთვის ჯობია.

მორიელი
კრიტიკული დღეა. თქვენი უიღბლობა პიკს აღწევს. მოსალოდნელია ტრავმები, უბედური შემთხვევები, ფულის კარგვა და ავადმყოფობა. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას, რადგან ეს სიტუაციას მხოლოდ გაართულებს.

მშვილდოსანი
პროფესიული საქმიანობის სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ და უკან არ დაიხიოთ. თქვენი მეამბოხე ბუნების გამო შესაძლოა სამსახურის ხელმძღვანელობასთან ან ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი. საღამოს ეცადეთ, მეგობრებთან ან პარტნიორთან ურთიერთობის დრო გამონახოთ.

თხის რქა
მძიმე დღე გელით. აქტიურობა და დაძაბული შრომაც კი ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებმა ან დაბინძურებულმა აურამ შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და მიუტევოთ.

მერწყული
სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ვარიანტი გამოიყენეთ, თუმცა ნუ გარისკავთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ.

თევზები
მშვიდი და პასიური დღეა. გუშინდელი მოვლენების შემდეგ თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ უსიამოვნო ადამიანებს. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები