28 იანვარს 2021 წლის პირველი სავსემთავრეობაა – რას უნდა ველოდოთ და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

2021 წლის პირ­ველ სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 28 იან­ვარს 23:16 სა­ათ­ზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ახლა მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა და იქ დარ­ჩე­ბა 18 თე­ბერ­ვლამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რია მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი ურა­ნი და თავს ცუ­დად გრძნობს მზე. გი­ლო­ცავთ ყვე­ლა მერ­წყულს იუ­ბი­ლეს, ორი­გი­ნა­ლუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე წელი გქონ­დეთ.

მზე კი ლომი, სა­დაც ახლა სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით, არის ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში. ზო­გა­დად ლომი არის შე­მოქ­მე­დე­ბა, ტა­ლან­ტი, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, ლი­დე­რი. ის მუდ­მი­ვად არის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. უყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბაც და გა­ცე­მაც, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბავ­შვებ­თან და თა­ვა­დაც ხში­რად არი­ან ბავ­შვუ­რე­ბი. ახა­სი­ა­თებთ ეგო­ცენ­ტრიზ­მი, ბა­ქი­ბუ­ქო­ბა, უყ­ვართ ქა­თი­ნა­უ­რე­ბი, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და აღი­ა­რე­ბა. არი­ან გუ­ლუხ­ვე­ბი, ოპ­ტი­მის­ტუ­რე­ბი. ლომი მეფე და დე­დო­ფა­ლია.

სავ­სემ­თავ­რე­ო­ბის დროს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ლომი-მერ­წყუ­ლის ღერძზე და მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში: ეგო­იზ­მი და ალ­ტრუ­იზ­მი; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა; ადა­მი­ა­ნი და კოს­მო­სი; ლი­დე­რი და გუნ­დი; სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბა და კო­ლექ­ტი­ვი და ა.შ. ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­გობ­რუ­ლო­ბა, ბავ­შვუ­რო­ბა.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ მათ სურ­ვი­ლებს და ეცა­დეთ, კი არ გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ შე­ა­ქოთ, კომ­პლი­მენ­ტე­ბით აავ­სოთ. არა­ნა­ი­რი დას­ჯა და მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თან­დას­წრე­ბით. აგ­რეთ­ვე, იყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მა­რათ ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი, თქვენც ხომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ბავ­შვი ხართ და მო­ფე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბათ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე გარ­და იმი­სა, რომ ემო­ცი­უ­რო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე პლა­ნე­ტა ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. პირ­ველ რიგ­ში ვახ­სე­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი მარ­სი , რო­მე­ლიც კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა, 20 იან­ვარს იგი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პლა­ნე­ტა ურანს შე­უ­ერ­თდა, 29-ში კი ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი) შეხ­ვდე­ბა. ვი­საც კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის ან მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 8 ან 10 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, არის მზი­სა და მთვა­რის და­პირსპი­რე­ბა და მათ კი­დევ ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ლი­ლი­ტი, მარ­სი და ურა­ნი. ურა­ნი არის თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი. იგი მუ­დამ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ბუნ­ტის­თავ­მა და რე­ფორ­მა­ტორ­მა, და­ან­გრი­ოს ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და აა­შე­ნოს ახა­ლი. მარ­სის მხარ­და­ჭე­რით, ძა­ლი­ან სა­ში­ში ხდე­ბა, ანარ­ქი­უ­ლიც კი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და პლუს-მი­ნუს 2 დღე, მწყობ­რი­დან გა­მო­ვა ელექტრო­ო­ბა, აი­რე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, მოხ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი და კა­ტას­ტრო­ფე­ბიც კი . მარ­სი­სა და ურა­ნის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბას კი მხარს უჭერს ლი­ლი­ტი, რო­მე­ლიც უკონ­ტრო­ლე­ბელ ძა­ლას ანი­ჭებს ორი­ვეს. ძა­ლი­ან რომ არ შე­გა­ში­ნოთ, გაფრ­თხილ­დით, თქვენც გექ­ნე­ბათ ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის, რე­ფორ­მე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი და თქვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. ამი­ტომ, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შვი­ლებ­თან, ჩვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და მე­გობ­რებ­თან. მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და შეხ­ვედ­რა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, უმ­ჯო­ბე­სია, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ტა­ნოთ.

კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პერ­დი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სი­თხე­ებ­თან, ალ­კოჰოლ­თან, მე­დი­კა­მენ­ტებ­თან, ნარ­კო­ტი­კებ­თან, ინ­ფექ­ცი­ებ­თან და ვირუ­სებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­მათს რე­ლი­გი­ურ და იდე­ო­ლო­გი­ურ თე­მებ­ზე. სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­ე­ცე­მა შან­სი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი. და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი მი­ნიშ­ნე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს, 28 იან­ვარს , ვე­ნე­რა (სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა) უერ­თდე­ბა პლუ­ტონს (ძი­რე­უ­ლი ძვრე­ბი, უმარ­თა­ვი სიძ­ლი­ე­რე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა). ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­გა­კონ­ტრო­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ნან­სურ თე­მებ­ში, პარტნი­ო­რებ­ში მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რად დო­მი­ნი­რე­ბის სურ­ვი­ლი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: ვინც და­ი­ბა­და 30 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში, 27 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში, 29 ნო­ემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და ისი­ნი, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს 27.01-დან-2.02-მდე; 27.04-დან-2.05-მდე და 30.10-დან-5.11-მდე. თუ თქვენს რუ­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ხვდე­ბა ვერ­ძის, ლო­მის, მშვილ­დოს­ნის, კურო, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 7-12 გრა­დუს­ში. აგ­რეთ­ვე, და­აკ­ვირ­დით, რო­მე­ლი სახ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში.

მშვი­დო­ბი­ან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს თქვე­ნი ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა უკეთ მარ­თოთ სა­კუ­თა­რი თავი და საქ­მე­ე­ბი.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები