28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და სამსახურეობრივი საქმეებისათვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს.

კურო

კარგი დროა მგზარობის დასაგეგმად, სამეცნიერო საქმიანობისთვის, უცხო ქვეყნის ტრადიციების და კულტურის შესწავლისთვის, ასე რომ თავი დაანებეთ ქსელებსა და კომუნიკაციებს და სასარგებლოდ გამოიყენეთ ეს პერიოდი, წინ სრული სვლით…

ტყუპები

ეცადეთ შეცვალოთ ხედვა, სხვა კუთხით შეხედეთ პრობლემებს. საქმეები, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით შეიძლება გაჭიანურდეს ან არ მოგიტანოთ ის შედეგი, რასაც ელოდით, რაც ცუდად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

კირჩხიბი

დაგეგმეთ ღონისძიებები და შეხვედრები, ისეთებიც კი, რომელიც ადრე გაშინებდათ და ცდილობდით თავის არიდებას, იაქტიურეთ ყველა ცხოვრებისეულ სფეროში. სპორტი, სამსახური, ოჯახი, ცხოვრების ხალისისა და პიზიტივის მატარებელი ხართ ყველგან.

ლომი

შესაძლოა დასრულდეს საქმე, რომელსაც დიდი ხანია ელოდით, ყოველივე ამასთან ერთად ელოდეთ მრავალ საქებარ სიტყვებსა და მადლიერებას გარშმომყოფთანაგან და ახალი ნაცნობებისგან.

ქალწული

შესაძლოა გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ და სწორედაც სათანადო გამოცდილებას მოგიტანთ ეს მცდელობა – აღარასოდეს აღარ ეცდებით მსგავს რაიმეს, როგორიცაა მაგ:აზარტული თამაში და სხვა…

სასწორი

საქმეების სიმრავლე და ქაოსი თავგზას გირევთ, შესაძლოა ერთდროულად გახდეს გადასაწყვეტი: სიყვარულის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და ახალი სამსახურეობრივი მოვალეობის თემები.

მორიელი

იფიქრეთ პოზიტიურად, გალაღდით, გახალისდით და გაინებივრეთ თავი. მშვენიერი იმიჯით და კარგი განწყობით იოლად მიიზიდავთ საჭირო ადამიანებს და მიზანსაც უფრო მალე მიაღწევთ.

მშილდოსანი

ყველგან და ყველაფერში სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინეთ, რათა შეინარჩუნოთ პოზიციები. აკეთეთ აუცილებელი და ჩვეული საქმეები, მოთოკეთ ამბიციები და სჯობს სამომავლო გეგმებზე ფიქრით დაკავდეთ.

თხის რქა

მოულოდნელმა სტუმრიანობამ შესაძლოა ზედმეტად გაგაღიზიანოთ და გაცხარდეთ, დაძაბული ატმოსფერო დიდი ალბათობით სიტყვიერ დაპირისპირებებს და აურზაურს მოიტანს. შესაძლოა სახლიდან გაქცევის სურვილიც გაგიჩნდეთ.

მერწყული

შეეცდებით გაექცეთ წარსულსა და მოგონენებს, შესაძლოა აზრი გაგიჩნდეთ სადმე შორს წახვიდეთ, თუნდაც სამუდამოდ, ვერ ეგუებით ერთფეროვნებას, თითქოს დრო გაჩერდა და ცდილობთ საკუთარი თავისგან და ფიქრებისგან გაქცევას.

თევზები

შესაძლოა სცენიდან კულისებში გადანაცვლება მოგიწიოთ, ახლა სჯობს ჩუმად, მშვიდად ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. თქვენი მოხერხებულობითა და ხალისიანი განწყობით ეჭვსაც ვერავინ შეიტანს იმაში, რომ თვალყურს შეიძლება ადევნებთ სხვებს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები