28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბევრ ვერძს მიეცემა საშუალება, საკუთარი მოღვაწეობა უცხოეთში გააგრძელოს, ამიტომ მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ხანგრძლივი მოგზურობა. თუ გზაში საყვარელ ადამიანს გაიყოლებთ, შეძლებთ, რომ სასიამოვნო საასარგებლოსთან შეათავსოთ.

კურო

ამ დღეს ყველაზე მეტად 2-დან 4 წლამდე ბავშვებს გაუჭირდებათ – გაბრაზებული უფროსები ჯავრს რატომღაც მათზე იყრიან. ეს კი პატარების მათ განვითარებაზე იმოქმედებს და ფსიქიკას დაღს დაასვამს. ეცადეთ, ბავშვების მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოთ, მათ ეს ძალიან სჭირდებათ.

ტყუპები

სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა. იქნებ თქვენ ძალიან დიდხანს ცდიდით რჩეულის მოთმინებას? ეცადეთ ამ დღეს ოჯახში სტაბილურობა დაიბრუნოთ, ხოლო თუ ოჯახი არ გაქვთ, შეუღლებაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში ჩაფლული ვერ ამჩნევთ, რომ ეს ყველაფერი ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის მძიმე ტვირთად იქცა. ეცადეთ, რომ სახლის რეორგანიზაციამ ოჯახში სერიოზული უთანხმოება არ გამოიწვიოს.

ლომი

თქვენი პროფესიული ოსტატობა კოლეგებისა და უფროსების პატივისცემას იწვევს. შესანიშნავი შანსი გაქვთ, საკუთარი ნიჭიერება გამოვლინოთ. ამ დღეს საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენელთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევთ. ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე სწორი იქნება.

ქალწული

სავარაუდოდ, მძიმე არჩევანის წინაშე დადგებით – ძალიან გინდათ, რომ პირადი საქმეებით დაკავდეთ, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობები გბოჭავთ. ეცადეთ, ყველაფერი მოასწროთ, თორემ შეფისგან დასამსახურებული პრემიის ნაცვლად, საყვედურს მიიღებთ.

სასწორი

საქმეებში ქაოსი და გაურკვევლობა დილიდაან თან გახლავთ. თქვენი ინტელექტუალური მოღვაწეობა, პრობლემების ახლებურად ხედვა და არასტანდარტული იდეები გარშემო მყოფებისთვის საინტერესოა, მაგრამ წარმატების მომტანი არ გახლავთ. ეცადეთ, კონსტრუქციულად იფიქროთ და რააღაც სასარგებლო გააკეთოთ.

მორიელი

გამორიცხული არაა, რომ ბავშვებს, მორალურის გარდა, თქვენი ფინანსური მხარდაჭერაც დასჭირდეთ. მათი განათლებისთვის ფული არ დაგენანოთ. ხშირად გაანებივრეთ საჩუქრებით და ერთად გასეირნებით. გახსოვდეთ, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. საპასუხოდ, ბავშვები საკუთარი წარმატებებით გაგახარებენ და მათთან ურთიერთობა თქვენს სულიერ სამყაროს გაამდიდრებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს საშუალება მიეცემათ, პარტნიორულ ურთიერთობებში უფრო ქტიურად ჩაერთონ და თვალსაწიერი გაიფართოვონ. ამ დღის შესაძლებლობები სრულად რომ გამოიყენოთ, აუცილებელია მეტი სწავლა.

თხის რქა

ამ დღეს პრაქტიკულად ყველა ფინანსური გარიგება წარმატების მომტანი იქნება. თქვენ ყველგან საჭირო ადამიანებს აღმოაჩენთ. ამავე დროს ეშმაკობას გამოავლენთ და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოხვალთ. როგორც ბრძენმა ადამიანმა, საკუთარი შესაძლებლობები მეტად უნდა გამოავლინოთ, ვიდრე ახლა.

მერწყული

გამორიცხული არაა, რომ არასაკმარისი განათლება ნეგატიურად აისახოს იმიჯზე და რეპუტაციაზე და ხელი შეგიშალოთ საზოგადოებაში იმ ადგილის მოპოვებაში, რომლის იმედიც გქონდათ. ამჟამად ყველაზე მეტად უფრო მაღალი დონის და ხარისხიანი განათლების მიღება გჭირდებათ.

თევზები

თქვენ გელით წარმატება ბიზნესში, მოგზაურობაში და ფინანსური პრობლემების სწრაფი მოგვარება. მოსალოდნელი კარიერაში სწრაფი ცვლილება. კარგი დროა იმისთვის, რომ საქმიანობის ტიპი ან სამუშაო ადგილი შეცვალოთ. დროა, გადახედოთ შეთანხმებებს, რომელთა პირობები არ გაკმაყოფილებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები