28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

80
SHARE

ვერძი
დღეს გავლენიან და საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა. მათი მხარდაჭერით მნიშვნელოვან საქმეებს მოაგვარებთ. მეტად გამოავლინეთ ნიჭი და იუმორის გრძნობა. კარგი დღეა საყიდლებისთვისაც.

კურო
გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან და ახლებულად დაიწყეთ ცხოვრება. ზოგიერთებს ძველ მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება ელის.

ტყუპი
დღის პირველ ნახევარში შეხვდით საქმიან პარტნიორებს. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

კირჩხიბი
დღეს არაერთხელ გეწვევათ გენიალური იდეა და თუ ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ, ჩაიწერეთ მომავლისთვის. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

ლომი
მიმდინარე საქმეების დასასრულებლად შრომა მოგიწევთ. დახმარებისთვის კოლეგებსა და პარტნიორებს მიმართეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და დღეც პოზიტიურად ჩაივლის. მარტივად მოაგვარებთ ყველა დაგეგმილ საქმეს. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანის გაცნობა, რომელიც მხარდაჭერას აღმოგიჩენთ რთულ სიტუაციებში.
სასწორი
გადახედეთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და პარტნიორებთან. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად.

მორიელი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. დღეს მთების გადადგმა მოგინდებათ. გირჩევთ, უპირატესობა მნიშვნელოვან საქმეებს მიანიჭოთ.

მშვილდოსანი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ზოგიერთს საპირისპირო სქესთან ელის ნაცნობობა. დაქორწინებულებმა სიურპრიზი მოუმზადეთ პარტნიორს. ამაღლებული განწყობის მიუხედავად გააზრებულად იმოქმედეთ.

თხის რქა
კარგი დღეა დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. ახალი პროექტები პარტნიორებთან ერთად განიხილეთ.

მერწყული
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელზეც თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და დაკავდით სპორტით.

თევზები
საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ. ზოგიერთი ეცდება საკუთარი ძალა ახალ სფეროში გამოსცადოს. თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა საქმეებში წარმატებას მოგიტანთ.

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი