28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

97
SHARE

ვერძი
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. წარმატება გელით იმ საქმეებშიც კი, სადაც იმედი გადაწურული გქონდათ. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

კურო
დაისვენეთ ყოველდღიური საქმეებისგან და დღევანდელი დღე სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმეთ. კარგი დღეა ჰობისთვის. ზოგიერთს შეიძლება ახალი გასართობი გამოუჩნდეს.

ტყუპი
კარგი დღეა რემონტის დასაწყებად, ინტერიერის შესაცვლელად. ნათესავებისთვის შინაურული დღესასწაული მოაწყვეთ. ზოგიერთს შემოსავლის ახალი წყარო გამოუჩნდება.

კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ სამსახურებრივი და საოჯახო საქმეები, დღევანდელი დღე კი დასვენებას, გართობასა და ჰობის დაუთმეთ. გამოიძინეთ და ახალი მეგობრებიც გაიჩინეთ.

ლომი
კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის. საყვარელ ადამიანთან ერთად

ეწვიეთ გამოფენას, დაესწარით სპექტაკლს. მოიწყვეთ ექსკურსია, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ დასასვენებლად.

ქალწული
სამსახურებრივი საქმეებისა და საოჯახო ვალდებულებების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. მოაწესრიგეთ საბუთები, პირადი ნივთები.

სასწორი
კარგი დღეა დასვენებისა და საინტერესო ადამიანების გასაცნობად. არ გამოაკლდეთ წვეულებას. ზოგიერთები აღადგენენ ურთიერთობას დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან; ზოგიც – ძველ სასიყვარულო კავშირს.

მორიელი
საქმიანი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგიერთი კი მეგობართან გააბამს რომანს. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფების მიმართ მაქსიმალურად ტაქტიანი და მოკრძალებული უნდა იყოთ. მოსალოდნელია ახალი გატაცება, ახალი რომანის დაწყება.

თხის რქა
დღეს შეძლებთ ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას და ვალების გასტუმრებას. გარდა ამისა, საშუალება მოგეცემათ დაიწყოთ ის საქმე, რომლის მიმართაც ინტერესი გქონდათ. პირადი ცხოვრება ემოციებითა და გრძნობებით იქნება აღსავსე.

მერწყული
დღეს უამრავი საინტერესო ამბის მომსწრე გახდებით. კარგი მუშაობის შემდეგ კი კარგად უნდა დაისვენოთ. შეეხმიანეთ მეგობრებს და მხიარული, დაუვიწყარი წვეულება მოაწყვეთ.

თევზები
ნუ წამოიწყებთ რთულ საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მედიტაცია, იოგას და ჰობის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და პირად გრძნობებში გაერკვიეთ.

FB კომენტარები

კომენტარი