28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

60
SHARE

ვერძი
მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. გადახედეთ უჯრებს, კარადებს და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

კურო
დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოიმზადეთ არომატული ყავა და მიირთვით აივანზე. გემრიელი სადილის შემდეგ მიხედეთ საოჯახო საქმეებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

ტყუპი
გადაუდებელი საქმეები გექნებათ მოსაგვარებელი სამსახურში. სახლში კი ყველაფერი თქვენი გასაკეთებელ-გამოსასწორებელი გახდება. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

კირჩხიბი
ოჯახურ სიტუაციაში მოგინდებათ დასვენება. გაემგზავრეთ საყიდლებზე, მოაწყვეთ წვეულება. საღამოს კი მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები გელით.

ლომი
კოლეგების დახმარებით დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ნათესავების დახმარებით მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად კინოს ან ღამის კლუბს ეწვიეთ.

ქალწული
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, რომ არ გადაიღალოთ, ოჯახის წევრებიც დაიხმარეთ. საღმო მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.

სასწორი
გამოიძინეთ. სხვა დღისთვის გადადეთ ყველა საქმე და ვალდებულება. ისიამოვნეთ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით. საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულება მოაწყვეთ.

მორიელი
მოაგვარეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. დღეს დაასრულებთ ყველაზე რთულ საქმეებსაც კი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
სანამ დანარჩენი ნიშნები მუშაობენ ან საოჯახო საქმეებს აგვარებენ თქვენ დაისვენეთ, ისეირნეთ. მოიწყვეთ გასტრონომიული დღე. საღამოს ღამის კლუბში გაერთეთ.

თხის რქა
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივრეთ. მეგობრები აიყოლიეთ და ქალაქგარეთ პიკნიკი მოაწყვეთ.

მერწყული
დაივიწყეთ სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები; დღევანდელი დღე საკუთარ თავზე ზრუნვას მოანდომეთ. დილით კარგია კონტრასტული შხაპის მიღება. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

თევზები
დროა,ჯანმრთელობას, გარეგნობას მიხედოთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია ცურვა. მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები. საღამო ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, ან შეხვდით მეგობრებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი