28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

617
SHARE

ვერძი
სავარაუდოდ, ამ დღეს გამოვლინდება გარე ფაქტორები, რომლებიც თავისუფლებისკენ თქვენს შინაგან სწრაფვას მკვეთრად შეზღუდავს. ზედმეტმა სიფრთხილემ მოქმედებაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ – ახლა დაგვიანება დამღუპველია.

კურო
პლანეტების განლაგება თქვენგან 24-საათიან, თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოჭარბებული სამუშაოსა და რეორგანიზაციის პირობებში, ნერვები გღალატობთ. მხოლოდ ესაა იმის გარანტია, რომ, სულ მცირე, სამსახური არ დაკარგოთ.

ტყუპები
ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. საკამათო საკითხებზე დავამ შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ, რაც ბავშვებზე უარყოფითად აისახება. ერიდეთ სარისკო ქმედებებს, რადგან შემთხვევითმა ტრავმებმა შეიძლება ადრე დასახული გეგმების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. გამორიცხული არაა, რომ მოგვიანებით, ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგექმნათ.

კირჩხიბი
სავარაუდოდ, პირადი ცხოვრება თქვენთვის სასურველი მიმართულებით არ ვითარდება. ბუნებით არაკონფლიქტური კირჩხიბი მთელი თვის მანძილზე მეუღლის მხრიდან ძლიერ ზეწოლას იგრძნობს და იძულებული გახდება, კომპრომისზე წავიდეს ან კაპიტულაცია გამოაცხადოს. თვის ბოლოს, საკუთარი გრძნობისთვის მეტისმეტად მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ. დაიცავით საკუთარი უფლებები და ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

ლომი
ნებისმიერ საქმეს ადვილად დაძლევთ. ენერგიით სავსე ხართ და მზად ხართ, „მთები გადააბრუნოთ“. დასვენების დღეები სწავლის ან მუშაობისთვის გამოიყენეთ და გახსოვდეთ, რომ ინტელექტი და მიზანდასახულობა თქვენი ძლიერი თვისებებია.

ქალწული
თვის დასაწყისიდან, სასიყვარულო საქმეებში მოწოდების სიმაღლეზე ხართ. თვის ბოლოს არ გაგიჭირდებათ საკუთარ რჩეულს გრძნობებში გამოუტყდეთ ან შეყვარებული, რომელიც დაგცილდათ, შეირიგოთ. ნუ დაივიწყებთ სახლის შესახებაც. ოჯახური სითბო, სიმყუდროვე და რაც მთავარია, ახლობლების ზრუნვა ნებისმიერ წამოწყებაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ეს დღე არ არის შესაფერისი კრიტიკისა და საკუთარი მოსაზრების გამოსახატავად. საჭიროა, შეძლოთ სხვა ადამიანის თანაგრძნობა. ამ დღეს წყლიდან კოსმიური ენერგია გადადის, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ აბაზანა და საერთოდ, ეს დღე სახლის საქმეებს მიუძღვნათ.

მორიელი
დღის დასაწყისი, შესაძლოა, მორიელებისთვის რთული აღმოჩნდეს. პლანეტების მრავალრიცხოვანი ასპექტები ფინანსურ სფეროში უამრავ ნეგატიურ მოვლენას გამოიწვევენ. მნიშვნელოვანია, არ დაიბნეთ და არ დაკარგოთ იმედი, იმ შემთხვევაშიც, თუკი მოგეჩვენებათ, რომ წინ წასვლას აზრი არ აქვს.

მშვილდოსანი
სიტუაციის ობიექტურად შეფასება გაგიჭირდებათ. აუხდენელი ოცნებების, სურვილებისა და პროექტებისკენ იქნებით მიმართული. ამ დღეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის მხარდაჭერა, მისი რჩევები და, ასევე, ცხოვრებისეული გამოცდილება.

თხის რქა
დეპრესიით გამოწვეული ემოციები თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ზამთრის დასასრულს ამას განსაკუთრებით იგრძნობთ, რადგან არასაკმარისი სითბო და მზე თქვენში უხასიათობას იწვევს. გამოიყენეთ თუნდაც მცირედი შესაძლებლობა და გაატარეთ გარკვეული დრო მზის სხივების ქვეშ. იდეალურია, თუკი შვებულებას აიღებთ და რომელიმე თბილ ქვეყანაში გაემგზავრებით.

მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, დიდი ხნის ნანატრი სიყვარული გეწვიოთ. მართალია, პირველ ეტაპზე ეს იქნება თავისუფალი კავშირი, რომელშიც არა მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, არამედ პარტნიორის მგრძნობელობა და ინტელექტიც მიგიზიდავთ. არ შეიტანოთ ეჭვი საკუთარ წარმატებაში. თქვენს გეგმებს მხოლოდ საკუთარი განწყობის ცვალებადობა თუ შეუშლის ხელს.

თევზები
თვის ბოლო დღეს საკუთარ შეცდომებს ჯიუტად არ აღიარებთ. მეტიც, შეეცდებით, საკუთარი მცდარი ფანტაზიები რეალობად აქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიცვალოთ ცხოვრების რიტმი და საქმიანობის სფერო. ეს დასვენებასა და სამუშაოთი გამოწვეული დაღლილობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

FB კომენტარები

კომენტარი