თუ თქვენ ცხოვრების განმავლობაში 50 ქვეყანაში ჩასვლა მოახერხეთ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, თუ 100 ქვეყანა მოინახულეთ – ეს უკვე ფანტასტიკას ჰგავს.
27 წლის ახლგაზრდა ამერიკელი კასანდრა დე პეკოლი პირველი ქალი გახდება, ვინც მსოფლიოს 196-ვე ქვეყანაში ჩავა.
მოგზაურობა 2015 წელს დაიწყო. მას შემდეგ ის 181 ქვეყანაში იმყოფებოდა. მოგზაურობას Expedition 196 ჰქვია. კასანდრა დე პეკოლი ამბობს, რომ ის მოგზაურობს, როგორც მშვიდობის ელჩი და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის სახელით მოქმედებს. 40 დღის განმავლობაში კასანდრამ 15 ქვეყანა უნდა ნახოს, რის შემდეგაც ის გინესის რეკორდების წიგნში შევა.