27 წლის ინდოელი მამაკაცი რაფაელ სამუელი აპირებს, მშობლებს სასამართლოში უჩივლოს, რადგან მას დაბადება არ უნდოდა და ამის შესახებ აზრი არავინ ჰკითხა.
რაფაელ სამუელი ინდოეთში ჩამოყალიბებული მოძრაობის წევრია. მოძრაობის წევრები თვლიან, რომ ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. მათივე თქმით, მათ არ სძულთ ბავშვები, “უბრალოდ თვლიან, რომ უნდა შეეძლოთ თავად გადაწყვიტონ – უნდათ დაბადება თუ არა”.
“მინდა ვუთხრა ყველა ინდოელ ბავშვს, რომ ისინი ვალში არ არიან მშობლებთან. მე ძალიან მიყვარს მშობლები და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათ გამაჩინეს მათივე გართობისა და სიამოვნებისთვის”, – ამბობს რაფაელ სამუელი.