27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც შეუფერებელია ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს – ეს დღე თვალთვალს და მტრობას უკავშირდება. წინდახედულება და სიფრთხილე ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, ხოლო საყვარელი ადამიანის სიახლოვე უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.

კურო

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ცდუნება და ავადმყოფობა ახლავს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფრთხილე და ყურადღება გააორმაგოთ. ერიდეთ უსარგებლო კამათს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ნეგატიურ როლს შეასრულებს. ეცადეთ, მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ეს დაგეხმარებათ, გარშემო სიმშვიდისა და ნდობის ატმოსფერო შექმნათ.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში ყურადღება და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულ მსჯელობას და უსარგებლო კამათს. ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური როლი შეასრულოს.

კირჩხიბი

ეს დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, თუნდაც სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. ამ დღეს თქვენი გრძნობები უჩვეულო სიმძაფრეს შეიძენენ. დღის მეორე ნახევარი სასურველია ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ლომი

ცრუ მოლოდინებისა და იმედგაცრუების დღეა. არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დაწყების ან საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისთვის. თქვენმა ერთმა შეცდომამ ან პარტნიორების მცდარმა რჩევამ შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოგიტანოთ. არახელსაყრელი დღეა ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. მოსალოდნელია თავის ტკივილი და კვებითი ინტოქსიკაცია.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმიური ენერგიის მიღების ნიშნით ჩაივლის. თუ ილუზიების რეალობისგან გარჩევას შეძლებთ, მოსალოდნელია წარმატება ფინანსურ სფეროში. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად აფასებთ. სინამდვილეში ძალიან ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოთ.

სასწორი

ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ, ეგოიზმი და სიძუნწე არ გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს აღადგინოთ მეგობრობა ადამიანებთან, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით დაშორდით. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების დახმარებით გაუმკლავდებით.

მორიელი

ახლობელ ადამიანებთან ერთად დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, მეგობრების ღირსეულად შეფასების შანსი მოგეცეთ. მათი რჩევები პირად ცხოვრებასა და კარიერაში ძალიან დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. თუ შვილები გყავთ, ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში ჩართოთ.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ კატეგორიულობას, დამცინავ და ცინიკურ საუბრებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან ახლა ვიღაცის გავლენით ან სიტუაციის არასწორი შეფასებით შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ – გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისაც მომავალს დაუკავშირებთ.

მერწყული

ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი. ოჯახში სიმშვიდეა, პარტნიორებთან თანხმობა. მოსალოდნელია გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა. უსმინეთ შინაგან ხმას. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს ხანებში თქვენი წინათგრძნობა ახდეს.

თევზები

შეცდომებისა და ილუზიების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ყველაფერი წარმატებულად ჩანს, შინაგანი დაძაბულობა და ცუდი წინათგრძნობა მოსვენებას არ გაძლევთ. არ ინერვიულოთ, ეს უახლოესი წარსულის ნეგატიური დღეების გამოძახილია. სასურველია ინდივიდუალური შრომით და საყვარელი საქმით დაკავდეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები