27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებებისა და შთაბეჭდილებების დღეა. კარგი დღეა მოგზაურობისა და ახალი მეგობრების გასაჩენად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კურო
დააკვირდით დღევანდელ დღეს, მოსალოდნელია საბედისწერო მომენტები. ზოგიერთს სასიამოვნო შეხვედრა ელის დიდი ხნის უნახავ ადამიანთან.

ტყუპი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. პირველ რიგში ის საოჯახო საქმეები დაასრულეთ, რომელთა გადადებაც დაუშვებელია. საღამოს პაემანი დანიშნეთ ან მეგობრული შეხვედრა.

კირჩხიბი
გართობა და დასვენება გსურთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. საღამოს ან სტუმრებს უმასპინძლებთ, ან წვეულებაზე დაგპატიჟებენ.

ლომი
მშვიდ, მეოცნებე განწყობაზე ხართ. წიგნი წაიკითხეთ ან საყვარელი გადაცემა ნახეთ. თუ საღამოს საყვარელ ადამიანთან აპირებთ შეხვედრას, მშვიდი,

ინტიმური გარემო შეარჩიეთ.

ქალწული
დილიდან საოჯახო საქმეებში იქნებით ჩართული. შეიძინეთ პროდუქტები და პირადი ნივთები. საღამოს მეგობრები შინ მიიპატიჟეთ და იმხიარულეთ.

სასწორი
გამოიძინეთ და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საქმეები კი მომავლისთვის გადადეთ. თუ პაემანზე აპირებთ წასვლას, პარტნიორს კითხვებით თავს ნუ მოაბეზრებთ, თუ იგი თქვენში მონათესავე სულს დაინახავს, ყველაფერს თავად მოგიყვებათ.

მორიელი
მნიშვნელოვანი საუბარი გელით ან ნათესავებთან, ან საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეცადეთ, რამდენიმე წუთი მაინც გაატაროთ განმარტოებით, მშვიდ გარემოში.

მშვილდოსანი
ზოგიერთი შემოქმედებით იდეას განახორციელებს, ზოგიც საყვარელ ადამიანთან გადაწყვეტს შერიგებას. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რაც გაგახარებთ.

თხის რქა
მოაწესრიგეთ საოჯახო საკითხები. კარგი დღეა გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად. პაემანზე საყვარელი ადამიანის ხასიათს უკეთ გაიცნობთ.

მერწყული
თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ყური დაუგდეთ რჩევებს. მეტად მზრუნველი უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი.

თევზები
მეტი სითამამე, ინიციატივა გამოიჩინეთ და მოაგვარეთ დაგროვილი პრობლემები. საყვარელ ადამიანთან მეტად გულახდილი უნდა იყოთ. იგი დააფასებს თქვენს გულწრფელობას.

წყარო: astrolog.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები