ვერძი
თუ ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, ჯობია გადადოთ და უკეთეს დროს დაელოდოთ – ამჟამად თქვენი მცდელობა შედეგს ვერ მოიტანს. ნუ ჩაერევით მოვლენების მიმდინარეობაში. შესაძლოა, პრობლემების ნაწილი თავისით მოგვარდეს. აკონტროლეთ ფულის ხარჯვა.
კურო
პოზიტიური დღეა. ყურადღებით იყავით და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ხელსაყრელი დროა მათთვის, ვინც მეცნიერებით ან სპორტითაა დაკავებული. მოსალოდნელია კამათი, სადაც ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს. სიზმარი ოთხი დღის შემდეგ ახდება. სიზმარში ძვირფასეულობის ნახვა კარგის ნიშანია.
ტყუპები
კრიტიკული დღეა და მეტი ყურადღება გმართებთ. გარეშე ადამიანების გავლენებმა, არაკეთილმოსურნეთა ქმედებებმა თუ პარტნიორის უწესობამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.
კირჩხიბი
შესაძლოა, გეგმებისა და მოქმედების სტრეტეგიის შეცვლა მოგიწიოთ. ყველაფერი მოგვარდება, თუ ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით. შეამოწმეთ საკუთარი მოქმედებები ნებისმიერ წვრილმანში. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია მსუბუქი ტრავმები.
ლომი
ნეგატიური პერიოდია. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ჩაერიოთ მოვლენათა მიმდინარეობაში – შესაძლოა, პრობლემების ნაწილი თავისით მოგვარდეს. თანდათან ყველაფერი მოგვარდება და სულიერ წონასწორობას დაიბრუნებთ.
ქალწული
ფინანსური კრიზისი უკან დარჩა. მნიშვნელოვან თანხას მიიღებთ და რაღაც პერიოდი შეძლებთ, ფინანსური თვალსაზრისით მშვიდად იყოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა სამომავლო გეგმების შესადგენად. მეგობრებისა და ნათესავების რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. ახალი იდეების საშუალებით დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შანსი გაგიჩნდეთ.
მორიელი
ეს დღე გრძნობების განახლებასა და სასიცოცხლო ენერგიის ზრდას განასახიერებს. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ იდეებს მოგაწვდიან და ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებენ. საბოლოოდ, კრიზისული ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
მშვილდოსანი
კრიტიკული დღეა. თავი შეიკავეთ ადამიანების გაცნობისგან. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა ან მცდარი რჩევა, რომელიც ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს ან პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ამ დღეს მეტი ყურადღება გმართებთ.
თხის რქა
ენერგიული და სიცოცხლით სავსე ხართ. ამ დღეს შანსი გაქვთ, პირად ცხოვრებაში არსებული ზოგიერთი შეცდომა გამოასწოროთ. მოულოდნელმა ცნობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე და ძირეულად შეცვალოს თქვენი კარიერული თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა.
მერწყული
ტყუილითა და ილუზიებით სავსე დღეა. ამჟამად მხოლოდ წარსულის ანალიზისა და მომავლის ხედვის თანდაყოლილი უნარი დაგეხმარებათ. გაერკვიეთ საკუთარ გეგმებში, ფიქრებსა და ქმედებებში, რადგან ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. პირადი ცხოვრება, ასევე, მოითხოვს თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კამათი და უფროს ნათესავთან დაკავშირებული პრობლემა.
თევზები
დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი ცნობა გართობისა და დასვენების საშუალებას არ გაძლევთ და მუდმივ დაძაბულობაში გამყოფებთ. რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სასწრაფოდ უნდა მონახოთ საკუთარი პოზიციების გამაგრების საშუალება და პრინციპულობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, თქვენი რეაქციის სისწრაფეზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი საქმიანობა.