ვერძი
საქმეებისა და მოვალეობების გამო ძალიან დაიტვირთებით. მუშაობის პროცესში დრო ისე გაგეპარებათ, რომ ვერც კი შენიშნავთ, როგორ დაღამდა. თუკი მოასწრებთ და საყვარელ ადამიანს მის დაძინებამდე დაურეკავთ, გაატარეთ საღამო მასთან ერთად და განიტვირთეთ.
კურო
თქვენში ლიდერის თვისებები აშკარად არის, უბრალოდ, ამ თვისებების გამოვლენას ერიდებით, თუმცა, სულ ტყუილად. გამოიჩინეთ სითამამე, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და მათთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტი. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ, თუკი საყვარელ ადამიანს უფრო მეტ ყურადღებას არ დაუთმობთ, სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნებათ.
ტყუპი
სასიამოვნო დღე გელოდებათ. მოვლენები ზუსტად იმგვარად განვითარდება, როგორც გეგმავდით. მაინც ჩაინიშნეთ შესასრულებელი სამუშაოები, არაფერი გამოგრჩეთ. თუკი იგრძნობთ, რომ გულახდილი საუბარი გჭირდებათ, გადაუშალეთ გული გარშემომყოფებს.
კირჩხიბი
აქტიური და მიზანდასახული ხართ, რაც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სამსახურში ხელმძღვანელი ახალ საქმეს დაგავალებთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, შეგიძლიათ, მშვიდად შეუდგეთ დავალებების შესრულებას.
ლომი
თქვენი კომუნიკაბელურობისა და პოზიტიურობის დამსახურებით გარშემომყოფებში დადებით განწყობას შექმნით. სასიამოვნო მომენტები დიდხანს გაგყვებათ. თუმცა, ფრთხილად იყავით, შესაძლოა, მხიარულებაში სამუშაოს შესრულება გამოგრჩეთ და ბოსის საყვედური მიიღოთ.
ქალწული
შესაძლოა, იმედებმა მოლოდინი გაგიცრუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თუკი სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაციაში უკეთ გაერკვევით, ხოლო თუკი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ცოტა დაიცადეთ უკეთესი შედეგის მისაღებად.
სასწორი
თუკი სამსახურის შემდეგ ცოტა დრო მაინც დაგრჩებათ, მიეხმარეთ მეორე ნახევარს საოჯახო საქმეების შესრულებაში. საერთო საქმე კიდევ უფრო დაგაახლოებთ და საყვარელი ადამიანისგან მადლობას დაიმსახურებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს საზოგადოებრივი გასართობი ადგილების მონახულებას.
მორიელი
ეს დღე კრეატიული აზროვნებისთვის იდეალურია. გადააადგილეთ სახლში ავეჯი ან გააფორმეთ რომელიმე სივრცე. შესაძლოა, ბევრი ფულის დახარჯვა მოგიწიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოთოკოთ საკუთარი სურვილები. საღამოს ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
მშვილდოსანი
სახლში ჯდომის სურვილი გექნებათ, თუმცა, ამის საშუალებას ვარსკვლავები ნაკლებად მოგცემენ. ნუ დააიგნორებთ ადამიანებს, თუკი ისინი თხოვნით მოგმართავენ. იყავით გონებამახვილი და ფრთხილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჰყვეთ ჭორებს და არ გააკრიტიკოთ გარშემომყოფები. შეეცადეთ, დღე მხიარულად გაატაროთ, მით უმეტეს, რომ ეს დღე შესანიშნავია ქორწინებისთვის და მსგავსი სასიხარულო მოვლენებისთვის.
მერწყული
დღის განმავლობაში ხასიათი რამდენჯერმე შეგეცვლებათ. თვითშეფასების ამაღლება გჭირდებათ, რაშიც სრულიად უცნობი ადამიანი დაგეხმარებათ, თუმცა, ბოლომდე უცნობის იმედად ნუ იქნებით, თქვენც უნდა დაინახოთ საკუთარ თავში საჭირო უნარები. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.
თევზები
თუკი ამ დღეს მეგობრებს შეხვდებით, დროს მხიარულად გაიყვანთ. შესაძლოა, ვინმეს ისტორიამ დაგამწუხროთ, მაგრამ ნუ აჰყვებით ემოციებს. ძალით გაღიმება არაფერს მოგცემთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობებში კორექტულობის შენარჩუნება აუცილებელია.