ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. იზრდება სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი, თუმცა მოულოდნელი წინააღმდეგობა ან არასასიამოვნო შეტყობინება შეიძლება მიზნის მიღწევაზე ნეგატიურად აისახოს. საქმეში საღი აზრით და პრაქტიკული გამოცდილებით იხელმძღვანელეთ. ეს წარმატების შანსს მოგცემთ. ეცადეთ, პოზიციები გაიმყაროთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და პრინციპულობა. ასაკოვანი ვერძები ახალ კონტაქტებს უნდა მოერიდონ.
კურო
ეს დღე თავგადასავლებსა და ავანტიურებს უკავშირდება. შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენის მთავარი მოქმედი გმირი გახდეთ. ცვლილებებმა, რომლებიც ცხოვრებაში გელით, შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი მოგიტანონ. თვალი ადევნეთ მინიშნებებს. ბედი მოსალოდნელი უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებთ.
ტყუპები
ცვლილებები, რომლებიც ცხოვრებაში გელით, შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი იყოს, ამიტომ მხოლოდ პრაქტიკულად და გონივრულად უნდა იმოქმედოთ. შოპინგის დროს ყურადრებით იყავით – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
კირჩხიბი
წარუმატებლობის გრძელი ჯაჭვი მალე დამთავრდება და მომდევნო კვირა გაცილებით სასიამოვნო იქნება. თუ საკუთარი ცხოვრების შეცვლა გსურთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადევბთ. მეგობრები და მფარველები თქვენს გვერდით არიან.
ლომი
ამ დღეს იზრდება სექსუალური ენერგია, ინტუიცია და ორგანიზატორული უნარები, თუმცა ფარული მტრების მიერ დაგებულმა მახემ შეიძლება, კარგად შემუშავებული გეგმები ჩაგიშალოთ. ეცადეთ, თანამოაზრეთა გაერთიანების გზით პოზიციები გაიმყაროთ. ხანდაზმული ლომებისთვის ნებისმიერი სახის კონტაქტი არასასურველია.
ქალწული
წინააღდეგობრივი დღეა. ნებისმიერ ურთიერთობას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია პრობლემები ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში. კამათი შეიძლება ურთიერთოიბის სრული გაწყვეტით დასრულდეს. პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ ცივი გონებისა და გამოცდილების კარნახით იმოქმედეთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა და რაიმეს შეძენის დროს, რათა არ მოგატყუონ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულების, განვლილი გზის ანალიზის და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არაა, რომ საქმიანი ნაცნობობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. თქვენს საქმიან უნარებს უფროსობა და პარტნიორები ღირსეულად დააფასებენ. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლეები და პროფესიულ სფეროში წარმატებები.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ჭეშმარიტებაში წვდომისა და სულიერი განვითარებისთვის. ზეციური ძალების მხარდაჭერას გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად უმოქმედობა აკრძალულია – დახმარება მხოლოდ აქტიურ ადამიანებს ექნებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს – ისინი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებენ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ნებისმიერ საქმეს პრაგმატულად მიუდგეთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი წინასწარ გათვალოთ. კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნახევარს სიმშვიდეში, ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. ეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულოთ. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. ეცადეთ, საკუთარი შესაძებლობები რეალურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღე ნებისმიერი შეთავაზება ილუზორულია, ხოლოდ ზედმეტმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემებია მოსალოდნელი. ხანდაზმულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, უფროსები და პარტნიორები თქვენს აქტიურობას და წესიერებას ღირსეულად დააფასებენ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არაა, რომ ის სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თევზები
საშიში დღეა. ეცადეთ, საკუთარი თავი ყველა შესაძლებელი საშუალებით დაიცვათ. სასურველია ეკლესიაში წასვლა, აღსარება და მონანიება. კარგი იქნება, თუ საღამოს სანთლების შუქზე გაატარებთ. ხვალ გაცილებით მშვიდი დღე გელით.