ვერძი
კარგი დღეა სამეცნიერო საქმიანობისა და ფილოსოფიური მსჯელობისთვის. ახალი თაყვანისმცემლები გამოგიჩნდებიან და მარტოხელები შეიძლება დაწყვილდნენ.
კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს თავბრუდამხვევი რომანის დაწყება ელით. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.
ტყუპი
მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით. დაგროვილ საკითხებსაც მოაგვარებთ და ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესთან.
კირჩხიბი
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. ყველა საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება და ყველა საჭირბოროტო საქმეს მარტივად გაუმკლავდებით.
ლომი
მშვიდი ჰარმონიული დღე გელით. მეტად დაისვენეთ. სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ თვითგანათლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, ახალ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს გაიჩენთ.
სასწორი
დღეს ყველა საქმე მარტივად და ძალდატანების გარეშე გამოგივათ. გაგიუმჯობედებათ მატერიალური მდგომარეობა და მეგობრებთან ერთად შოპინგზე წასვლას მოახერხებთ.
მორიელი
მშვიდი, უშფოთველი დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად და სახლის მოსაწყობად.
მშვილდოსანი
დღეს ყველა დაგეგმილ საქმეს განახორციელებთ. კარგი დღეა კითხვისთვის, ურთიერთობების (გარშემო მყოფებთან და საყვარელ ადამიანთან) გასაანალიზებლად.
თხის რქა
გარშემო მყოფები სიყვარულითა და ყურადღებით აგავსებენ. ახალი პერსპექტივები და იდეების განხორციელების საშუალებები გამოგიჩნდებათ.
მერწყული
გლობალური ცვლილებების დღეა. კარგი დღეა ცხოვრების “სუფთა ფურცლიდან” დასაწყებად. გაბედულად იმოქმედეთ, ფორტუნა თქვენ მხარესაა.
თევზები
საინტერესო შეხვედრების (კეთილ ადამიანებთან), მოგზაურობის, შთაბეჭდილებების დღეა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge