27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს ვერძებში დაბნეულობა შეინიშნება. ყველაფერი აგერევათ და გეგმის შედგენა თქვენთვის, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. არ გამოირიცხება მოქმედების მკვეთრი შეცვლა, ახალი კავშირები და ახალი პარტნიორები. სასურველია, განსაზღვროთ შემოსავალი და თანხის ნაწილი სამომავლოდ გადადოთ. არ გამოირიცხება „შავი დღეების“ არსებობა.

კურო
მოქმედების ბევრ სფეროში წარმატება გელოდებათ. განსაკუთრებით მარტივი იქნება თქვენთვის საკუთარი თავის წარმოჩენა, გამარჯვების მოპოვება და პოპულარობის მიღება სხვადასხვა საქმიანობაში. ვარსკვლავები გკარნახობენ, ისარგებლოთ შანსით და მომავალი მაქსიმალურად დაგეგმოთ. მთავარია – შეეცადოთ, ცხოვრებას სასურველი მიმართულება მისცეთ.

ტყუპები
ჯერჯერობით კვლავ წარმატების ტალღაზე ხართ. საქმიანობაში ისინიც კი დაგიჭერენ მხარს, ვის გვერდში დგომასაც საერთოდ არ ფიქრობდით. დადგება დრო, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, ხელი მოაწეროთ კონტრაქტებს, დააბანდოთ ფული, განიხილოთ ფინანსური საკითხები და მოითხოვოთ ის, რაც გსურთ და გმართებთ.

კირჩხიბი
ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ პრობლემას შეგიქმნით. ეს უფრო თქვენი ემოციურობით იქნება გამოწვეული. მიმართეთ მედიტაციას, ჩართეთ მუსიკა ხმადაბლა და დაიმშვიდეთ ნერვები. ყველა პრობლემას ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოაგვარებთ.

ლომი
ამ დღეს ენერგიულად დაიწყეთ. სამსახურებრივ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს და მოლაპარაკებებსაც ასევე, წარმატებით დაასრულებთ. ეს დღე შესანიშნავია კომერციული საქმიანობისთვის. თუკი ყველა მოვლენის საქმის კურსში იქნებით, რაც კი თქვენ და თქვენს საქმიანობას ეხება, იღბალი ნამდვილად თქვენს მხარეს აღმოჩნდება. სცადეთ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

ქალწული
პარტნიორთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა შეგემთხვევათ, თუმცა, სამსახურში და ნებისმიერ სხვა სფეროში ურთიერთობებს იდეალურად დაალაგებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ არაპოპულარულ ქმედებებს. პატივისცემა გამოიჩინეთ ხელმძღვანელობის მიმართ.

სასწორი
შესაძლოა, დილა პესიმისტური განწყობითა და დეპრესიითაც კი დაიწყოთ. სასურველია, არ კონცენტრირდეთ ამ მდგომარეობაზე. დაუთმეთ დრო მატერიალური პრობლემების გადაწყვეტას და საოჯახო საქმეებს. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას – ამით კმაყოფილების შეგრძნებას ვერ მიიღებთ.

მორიელი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს შესაძლოა, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი სუსტი ფსიქიკა გაქვთ. შეინიშნება ეჭვიანობა, მარტოობის შეგრძნება და უმიზეზო შიშები. კარგი იქნება, თუკი პრევენციის მიზნით, წინასწარ მიიღებთ საჭირო ზომებს.

მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენში ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა შეინიშნება. მხოლოდ გამოცდილი მშვილდოსნები შეძლებენ კარგი შედეგის მიღებას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებით. როგორც ბრძენი ადამიანები ამბობენ: „ძვირფასი ქვა ვერ გაპრიალდება დანაკარგის გარეშე, ხოლო ადამიანი ვერ შეძლებს, გახდეს სრულყოფილი გამოცდილების მიღების გარეშე“.

თხის რქა
სხვის თვალში საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით, თუმცა, შესაძლოა, შიშმა აგიტანოთ, მაგრამ ეს დროებითია. მომავალში უშფოთველი და ძალიან საინტერესო დრო გელოდებათ. ასე რომ – იყავით თამამი!

მერწყული
ვარსკვლავები მფარველებს გამოგიგზავნიან. ამ დღეს წარმატება და ფართო ჰორიზონტი გელოდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი კარიერული ზრდა თქვენს პოპულარობაზე, მყარ პარტნიორულ კავშირებსა და სარფიანი კონტრაქტების ხელმოწერაზეა დამოკიდებული.

თევზები
დილას საკმაოდ გაწონასწორებულად დაიწყებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საწოლიდან ადგომისთანავე დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში საყვარელი მუსიკის ფონზე. შემდეგ, მიიღეთ შხაპი და მიირთვით რაიმე ძალიან გემრიელი საუზმედ. და კიდევ, ნუ დაივიწყებთ მწარე შოკოლადის სასარგებლო თვისებებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები