27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

105
SHARE

ვერძი
დღე დასვენებას, პირადი ნივთების გადახარისხებას დაუთმეთ, გათავისუფლდით უსარგებლო საგნებისგან. აკონტროლეთ ემოციები.

კურო
კვირა დღე თქვენგან მაქსიმალურ დაკვირვებასა და თავშეკავებას მოითხოვს. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მგზავრობისას.

ტყუპი
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახალს ნურაფერს დაიწყებთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას შვილებთან. იზრუნეთ მათზე, მაგრამ ნუ შეუზღუდავთ მათ თავისუფლებას.

ლომი
მოერიდეთ კონფლიქტს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. გაერთეთ გასართობ ცენტრში ან ზღაპრები წაუკითხეთ.

ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. უმჯობესია, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებით, ქალაქგარეთ, გაატაროთ.

სასწორი
კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს ახლობლებთან ერთად იმხიარულეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ, კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად.

მშვილდოსანი
კარგია მასაჟი, ვარჯიში. აი, რესტორნებსა და კაფეში წასვლას არ გირჩევთ. შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოთ და რაღაც კალორიული შემოგეჭამოთ.

თხის რქა
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ.

მერწყული
შეარჩიეთ ახალი სამოსი და ვარცხნილობა. ორშაბათიდან კი თამამად შეძლებთ გარეგნობის კარდინალურ შეცვლას.

თევზები
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საინტერესო წიგნს, ფილმს ჩაუჯექით. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას და ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი