27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

50
SHARE

ვერძი
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და საჭირო ნივთების შესაძენად. ეცადეთ, საკუთარი აზრი და პრეტენზიები თავს არავის მოახვიოთ.

კურო
საინტერესო მოგზაურობა გელით. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. დააკვირდით ნიშნებს, სიზმრებს.

ტყუპი
ძველი პრობლემების მოსაგვარებლად გარშემო მყოფების შეწუხება მოგიწევთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კირჩხიბი
თუ დაწინაურება ან ახალი თანამდებობის დაკავება გსურთ, უფროსთან უნდა გააუმჯობესოთ ურთიერთობა. ხოლო თანამოაზრეების მხარდაჭერით შეძლებთ გეგმების განხორციელებას.

ლომი
ნუ განმარტოვდებით. საკუთარი იდეები და მოსაზრებები გარშემო მყოფებს გაუზიარეთ. დღევანდელი ნაცნობობა შეიძლება დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს.

ქალწული
არ მისცეთ საკუთარ თავს მოდუნებისა და მოწყენის

საშუალება. გააქტიურდით კარიერული წარმატებისა და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

სასწორი
ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. გაფრთხილდით, შეიძლება მოშურნეებმა ან ჭორები გაგივრცელონ, ან საქმეების დასრულებაში შეგიშალონ ხელი.

მორიელი
კარგი დღეა ნერვების დასამშვიდებელი პროცედურების ჩასატარებლად; მედიტაციისა და რელაქსაციისთვის. სამოსში უპირატესობა მიანიჭეთ ყვითელ ფერს, ლიმონისფერს ან ფორთოხლისფერს.

მშვილდოსანი
მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტას.

თხის რქა: http://www.astrologi.ge/dghis-horoskopi/4280-27-maisis-astrologiuri-prognozi.html

FB კომენტარები

კომენტარი