უბედური შემთხვევისას 26 წლის ანასტასია ლიახანოვამ მეუღლე და 2 შვილი სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ თავად დაიღუპა. აღნიშნული შემთხვევა რუსეთში მოხდა და ინფორმაციას ამის შესახებ Mirror -ი ავრცელებს.
მშობლებს ბავშვი ბაღში მიჰყავდათ, რა დროსაც გზის მეორე მხარეს უნდა გადასულიყვნენ, როცა ერთ–ერთი ავტომობილი ყინულზე მოცურდა და მათკენ მაღალი სისწრაფით წავიდა.
ანასტასიამ აღნიშნულის დანახვისას ქმარ–შვილი გაწია და ავტომობილს გადაეღობა. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილის მძღოლს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.