26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ ხართ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად გაწყობილი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კურო
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი; განსაკუთრებით კულინარიაში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის მეგობართან.

ტყუპი
კარგი დღეა იდეები, გეგმების განსახორციელებლად. აგისრულდებათ სურვილები. თუ რომანტიკა გაკლიათ, დროა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს დაუმეგობრდეთ.

კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი საქმეებსა და ვალდებულებებს დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ერთად თავგადასავლები და გართობა გელით.

ლომი
დღევანდელი შაბათი დასვენების დღედ გამოაცხადეთ. გამოიძინეთ, ბავშვებთან ერთად ითმაშეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

ქალწული
ნუ აჩქარდებით, დაკვირვება გმართებთ უმნიშვნელო საქმეების შესრულების დროსაც კი. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

სასწორი
მოვლენებით დატვირთული დღე გელით და თავადაც უნდა იაქტიუროთ. დაიწყეთ დღე ვარჯიშით, რათა ენერგიული იყოთ. საღამო კულტურულ ღონისძიებებს დაუთმეთ.

მორიელი
მოთმინება და მიზანსწრაფულობა მთებს გადაგადგმევინებთ. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. უმჯობესია, მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდეთ და საღამოს კომედიას უყუროთ ერთად.

მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაახსენდებით დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს, ნათესავებს. მაგრამ ნუ შეცვლით პირად გეგმებს.

თხის რქა
საინტერესო სიტუაციების დღეა. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ ახალი იდეები; დაიწყოთ ახალი საქმეები. გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის.

მერწყული
საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გარშემო მყოფების მოხიბვლას ადვილად შეძლებთ. დროა, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზეც იფიქროთ.

თევზები
სხვადასხვა საქმეების მოგვარება მოგიწევთ. თავსატეხები გელით. მაგრამ ნუ შეშინდებით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ; მეგობრები დაიხმარეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები