26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მობილიზებული ხართ, მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული თვისებები. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან მეგობრულ გარემოში.

კურო
კარგი დღეა მშენებლობისა და რემონტისთვის. წარმატება ელით ტექნიკისა და მომსახურების სფეროში მომუშავეებს. ზოგიერთს ვალის, გადასახადის გადახდა მოგიწევთ. ახალი იდეები დაგებადებათ.

ტყუპი
დასვენების დღის მიუხედავად არ იზარმაცოთ. მოაწესრიგეთ სამსახურისა და საოჯახო საქმეები. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
წარმატებული დღე ელით შემოქმედ ნიშნებს; გაგიადვილდებათ იდეების განხორციელება. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

ლომი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ხურდაც კი ყურადღებით დაითვალეთ. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.
საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
დაივიწყეთ საქმეები და მთელი დრო და ენერგია სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმეთ. მოერიდეთ ტყუილის თქმას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

სასწორი
მოთმინებით აღიჭურვეთ, რათა თავიდან აიცილოთ ურთიერთობის გარჩევა, კამათი გარშემო მყოფებთან. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმეების შესრულების საშუალებას არ მოგცემთ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.

მორიელი
ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის საუკეთესო დღეა. მუშაობისას მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა; კოლეგებთან ერთად, მეგობრულ გარემოში, განიხილეთ ახალი პროექტები.

მშვილდოსანი
მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. გახსოვდეთ, ის, ვინც შორეულ დაბრკოლებებზე არ ფიქრობს, გვერდზე უსიამოვნებები ჩაუსაფრდება.

თხის რქა
გამოსწორეთ დაშვებული შეცდომები; საქმეშიც და ურთიერთობაშიც. გადაუდებელი ვალდებულება შინ გაჩერებისა და დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. საღამო შეხვდით მეგობრებს, დაესწრით კულტურულ ღონისძიებებს.

მერწყული
უამრავი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდებათ. მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თევზები
კარგი დღეა ქორწინებისა საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად. აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოერიდეთ ემოციურ გადაღლას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები