26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

50
SHARE

ვერძი
კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად. მოაგვარეთ ოჯახური საკითხები. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, საჭესთან.

კურო
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად; მგზავრობისთვის. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან და ახალი პროექტების განხილვასაც შეძლებთ.

ტყუპი
საქმეებში წარუმატებლობა მხოლოდ თქვენი ზედაპირულობისა და სიზარმაცის ბრალია. ახალი საქმის, სამსახურის დასაწყებად მეტად მობილიზებული უნდა იყოთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა ხელშეკრულების გასაფორმებლად, ახალი პროექტების დასაწყებად. თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. განსაკუთრებული წარმატება ელით განათლების სფეროში მომუშავეებს.

ლომი
კარგი დღეა მოლაპარაკებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის; თამამად გააცანით პარტნიორებს საკუთარი იდეები. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული
გაისტუმრეთ ვალები, გადაიხადეთ გადასახადები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს; თუმცა, კარგი დღეა ფულის სარფიან საქმეში დასაბანდებლად.

სასწორი
დილითვე ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და აქტიურად და მიზანდასახულად იმოქმედეთ. კარგი დღეა საქმიანი დოკუმენტების გასაფორმებლად, მოგზაურობის (მივლინების) დასაწყებად.

მორიელი
მიზანსწრაფვა და ოპტიმისტური განწყობა საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ ახალი საქმეები განახორციელოთ პროექტები, იდეები.

მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას. გაერკვიეთ დეტალებში. აკონტროლეთ გარშემო მყოფები, რათა არ მოტყუვდეთ.

თხის რქა
დღეს პრაქტიკული, პუნქტუალური და ამბიციური უნდა იყოთ. თუ კარგად გათვლით, წარმატებას მიაღწევთ ყველა საქმეში.

მერწყული
შეხვედრები და საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა გელით. კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად და ახალი პროექტების დასაწყებად.

თევზები
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. შეინახეთ ქვითრები თუ ნივთების გამოცვლა მოგიწევთ.

FB კომენტარები

კომენტარი