26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

46
SHARE
ვერძი
დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გაგიმართლებთ. წარმატება და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვთ. გააანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტად დამთმობი და დიპლომატიური უნდა იყოთ მათ მიმართ.

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ახალი საქმეების დაწყებისთვის კარგი დღეა. მთავარია, არ გარისკოთ და აზარტულ თამაშებს არ გაეკაროთ.

ტყუპი
შეფერხებაა მოსალოდნელი ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ვალდებულებების მიმართ. ეცადეთ, არ მოატყუოთ ახლობლები.

კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს, საღამო – საოჯახოს უნდა დაუთმოთ. გაუფრთხილდით ხერხემალს. კარგია მასაჟი, ცურვა.

ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას. ხელმოწერამდე გადაამოწმეთ საბუთები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

ქალწული
სამსახურის საქმეების პარალელურად მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. მოუარეთ კანს, დალიეთ მეტი წყალი. მოსალოდნელია ალერგიული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება.

სასწორი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

მორიელი
ჰარმონიული და ბედნიერი დღეა. წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. თუმცა, სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე პირადი ცხოვრებაც.

მშვილდოსანი
ენერგიული ხართ და ოპტიმისტურ განწყობაზე. გარშემო თანამოაზრეებს შემოიკრებთ და იდეების განხორციელებას შეძლებთ.

თხის რქა
დღეს საკუთარი სურვილებისა და იდეების განხორციელებას შეძლებთ. ისე უნდა იმოქმედოთ, რომ გარშემო მყოფების შექება დაიმსახუროთ.

მერწყული
გართობის და სიამოვნების განწყობაზე ხართ. კარგი დღეა ენერგიის აღსადგენას, დადებითი ემოციების მისაღებად. საკუთარი თავი შეგიძლიათ გემრიელი კერძითაც გაანებივროთ.

თევზები
მოერიდეთ კამათს ნათესავებთან და მეზობლებთან. საკუთარ სიმართლეს მაინც ვერ დაამტკიცებთ, ურთიერთობას კი გაიფუჭებთ.

წყარო: www.astrologi.ge

Comments

comments