25 წლის ბიჭს, რომელსაც ნეფრო სკლეროზი, თირკმლის ქრონიკული დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება
25 წლის თორნიკე ვადაჭკორიას სასწრაფოდ ესაჭიროება თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს.
თორნიკეს დაუდგინდა ნეფრო სკლეროზი, თირკმლის ქრონიკული დაავადება მე-4 სტადიით. ის უკვე დიალეზზეა დამოკიდებული, ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, დონორი უკვე არის თურქეთში, მაგრამ თანხები, რომელიც ამ ოპერაციას სჭირდება, ვერ გროვდება, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ შეაგროვოს ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის თანხები, რადგან მათი რესურსები უკვე ამოიწურა. გთხოვთ, დავეხმაროთ თორნიკეს, გაუმკლავდეს ამ ურთულეს პერიოდს, თითოეული ლარიც კი ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანია.
ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი
თამარ ვადაჭკორია #GE03TB7160445064300017
საქართველოს ბანკი
ჯაბა ვადაჭკორია #GE87BG0000000533885886
გავერთიანდეთ ყველა ერთად თორნიკესთვის.