25 სიგიჟე, რომელსაც მხოლოდ იაპონიაში წააწყდებით (ფოტოკოლაჟი)

იაპონია ყოველთვის ამაყობს იმით, რომ წინ უსწრებს მსოფლიოს თანამედროვე ტექნოლოგიებით. არასახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობისა და უჩვეულო ბუნებრივი პირობების მიუხედავად, ამომავალი მზის ქვეყანა ეფექტურ და გამომგონებელ ერად ჩამოყალიბდა. თუმცა მათი შემოქმედებითი და ტექნოლოგიური მიღწევების ნაწილი, ხშირად გაცილებით შორსაც კი მიდის. ასე ევლინება სამყაროს ახალი და ცოტა უცნაური იაპონური ნაწარმი, რომელსაც დასავლური ქვეყნები უცნაურად და შოკისმომგვრელად აღიქვამენ. თუ თქვენ გეგმავთ, რომ ოდესმე ეწვიოთ ამ განმაცვიფრებელ ქვეყანას, აუცილებლად ნახეთ ქვემოთ მოცემული 25 გიჟური სასწაული, რომელიც მხოლოდ იაპონიაში შეიძლება ნახოთ.

1. ხელოვნური კბილები. იაპონელები გიჟდებიან წაწვეტებულ კბილებზე, რომლებსაც ამომავალი მზის ქვეყანაში “იაბეას” ეძახიან. ადგილობრივი ქალები მზად არიან, კოსმეტიკურ პროცედურაში გადაიხადონ ასობით დოლარი, რათა საკუთარ კბილებზე ასეთი მინი-ეშვები მიიმაგრონ.

1

2 საპირფარეშოს ჩუსტები. იაპონელები ცნობილნი არიან ჰიგიენის და სანიტარული სისუფთავით. ასე რომ, გასაკვირი იქ სულაც არაა, რომ მათ აქვთ საპირფარეშოსთვის სპეციალური ჩუსტები, რომელთა ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ სუფთა სახლისგან მინიმუმდე შეამციროს აბაზანის ბინძურ იატაკთან კონტაქტი.

2

3. უჩვეულო პარკირება. იაპონიაში ცხოვრობს 126 მილიონზე მეტი ადამიანი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ადგილის ეკონომია მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა გახდა. ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც ავტოსადგომია. თუ თქვენ სავაჭრო ცენტრს ეწვევით, მანქანის პარკირება თქვენ ასეთ უცნაურ ადგილას და ასეთი უჩვეულო ფორმით მოგიწევთ.

3

4. მაიონეზი. თუ ინგრედიენტების შემადგენლობით ვიმსჯელებთ, იაპონური მაიონეზი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მაიონეზისგან, თუ არ ჩავთვლით მისი გამოყენების და მოხმარების არსს. ჩვეულებისამებრ, მთელი მსოფლიო მაიონეზს სალათებში და ბუტერბროდებში იყენებს. იაპონურ ტრადიციულ მაიონეზს Kewpie-ს კი, ნაყინთან, ჩიპსებთან და ბლინებთან ერთად მიირთმევენ.

4

5. სუპერქოლგა. როდესაც ძლიერ წვიმას თან ერთვის ქარიც, ასეთ დროს სიმშრალე რომ შეინარჩუნოთ, ჩვეულებრივი ქოლგა უძლურია. იაპონელებმა თავიანთი გამომგონებლობით ეს პრობლემაც გადაწყვიტეს.

5

6. ლიფტის გოგონა – გამცილებლები. დასავლეთის ქვეყნებში ლიფტის გამცილებლების ინსტიტუტი ფაქტობრივად გადაშენდა. ჰიპერმარკეტებსა და სასტუმროებში მათ ვეღარსად შეხვდებით. იაპონიაში კი მათი მომსახურებით ყველგან ისარგებლებთ.

6

7. ლეკვი მიკროტალღური ღუმელიდან. ზემოთ ხსენებულ სუპერქოლგას შეუძლია წვიმისგან თქვენი დაცვა. მაგრამ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგცივათ. დაივიწყეთ პლედის არსებობა. იაპონიამ მოიფიქრა გადასარევი ლეკვი, რომელიც თქვენ გაგათბობთ. უბრალოდ დადეთ ის მიკროტალღურ ღუმელზე და შედეგს დაელოდეთ.

7

8. ძილი ოფისში. თუ დასავლური სამყარო ოფისში ძილს დაუშვებელ ქცევად მიიჩნევს, რომლის გამოც შესაძლოა, შენიშვნა და სადამსჯელო ღონისძიებაც კი გაატარონ, იაპონიაში ბიზნესკულტურა ამას დასაშვებად აღიქვამს და ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ბევრს მუშაობენ, უფლება აქვთ ე.წ. იმენურით დაკავდნენ და ადგილზე მიიძინონ. ხშირად ზოგიერთნი “იმენურის” იმიტაციასაც კი აკეთებენ, რათა ხელმძღვანელებს აფიქრებინონ, რომ ბევრს მუშაობენ.

8

9. იაპონური ვისკი. გაგიგიათ თუ არა როდესმე იაპონური ვისკის შესახებ? მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს. ის ხელმისაწვდომი და დასაშვებია პრაქტიკულად ყველგან, ეფექტი, მოქმედება კი, ხარისხიდან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფია. ბრენდმა Suntory’s Hibiki-მ ახლახან აიღო რამდენიმე ჯილდო, როგორც “მსოფლიოს საუკეთესო ბრენდმა”.

9

10. ნიკაპის სპეციალური სამაგრი. იაპონელები ბევრს მუშაობენ. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მათ მეტროთი მგზავრობის დროსაც კი სძინავთ. იმისთვის, რომ თავი არ ჩამოუვარდეთ, ზოგიერთი მძინარა მშრომელი იყენებს აი ასეთ მოწყობილობას – ნიკაპის სამაგრს, რათა თავი არ ჩამოუვარდეთ.

10

11.უჩვეულო დანამატი ნაყინისთვის. იაპონური “გაუკუღმართებული გემოვნება” ყველასთვის ცნობილია. ამის მიუხედავად, ზოგიერთი რამ კიდევ უფრო გასაოცარია მნახველისათვის. აი, მაგალითად, ერთ დღესაც რომ მოგინდეთ ხილის ნაყინის მაგივრად, ცხენის ხორცის, კაქტუსის, ნახშირის, ან სულაც რვაფეხის ნაყინის დაგემოვნება. რა პრობლემაა – იაპონია ყველა ოცნებას აგიხდენთ!

11

12. ყურის გამოსაკვლევი მოწყობილობა. წარმოიდგინეთ, რომ ერთხელაც თქვენ ჩახედოთ საკუთარი ყურის ნიჟარას. იაპონური ეს ულტრათანამედროვე გამოგონება, რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, თქვენს სურვილს დაუყოვნებლივ აასრულებს. სპეციალური მოწყობილობის დამსახურებით, თქვენ საკუთარი ყურის ხვრელებსა და ხვეულებში იმოგზაურებთ და ნახავთ, თუ რა მდგომარეობა გაქვთ სასმენ ორგანოებში.

12

13. სავაჭრო აპარატები. ერთი შეხედვით იაპონური აპარატები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან,როგორიც შეიძლება ნახოთ ევროპასა თუ ამერიკაში. თუმცა, ამ შემთხვევაში გასაკვირია მათი დანიშნულება და შიგთავსი. იაპონური აპარატებით შეგიძიათ იყიდოთ ყველაფერი – უძველესი ტაძრების საკულტო საგნებიდან დაწყებული, ელემენტებით, ახალთახალი კვერცხითა და თვით ბლინებით დამთავრებული. ასე ამ აპარატებში ქოლგებსა და ქალის თეთრეულსაც გადაეყრებით.

13

14. იატაკის საწმენდი ჯოხი – ბავშვები.  კი, თქვენ რეალობას კითხულობთ – იატაკის საწმენდი ბავშვები! უბრალოდ მიეცით თქვენს პატარას სახლის დასუფთავების შესაძლებლობა, სანამ ის ძირს დაღოღავს. ეს “ჩაშენებული” კომბინეზონი იაპონიის კიდევ ერთი ინოვაციაა.

14

15. დაუსრულებელი ქაფი. რამდენ ადამიანს უყვარს ჰაერში ქაფის ბუშტების გაშვება. იაპონელებმა ეს გასართობი, რომლითაც ყველა ქვეყანაში ერთობიან, ახალ ფაზაში გადაიყვანეს და მოიგონეს… დაუსრულებელი ქაფის ბუშტები, რომლებიც გაუთავებლად იბერებიან ჰაერით და შეგიძლიათ ხანგრძლივად ეთამაშოთ ჰაერში მფრინავ გამჭვირვალე ბურთულებს.

15

16. მსოფლიოში უმოკლესი ესკალატორი. ეს ესკალატორი ქალაქ კავასაკის სავაჭრო ცენტრ “More’s”- ის სარდაფში მდებარეობს.მას სულ რაღაც 5 საფეხური აქვს, სიმაღლე კი-83 სანტიმეტრი. ვინ თქვა, რომ ყველაზე ზარმაცები ამერიკელები არიან?!

16

17. საშიში ტყე თვითმკვლელობისთვის. ბევრისთვის ტყე-ეს არის ადგილი მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დასვენებისთვის, სეირნობისა და გართობისათვის. მაგრამ იაპონიაში ამასაც კი ვერ ჩავუვლით გვერდს, რამე უცნაურობას რომ არ გადავაწყდეთ. აოკიგახარას ტყეს იაპონიაში ოფიციალურად ჰქვია “თვითმკვლელობების ტყე”. იგი ფუდძის მთების ქვეშ მდებარეობს. ხეები აქ ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ იზრდება, რომ ამის გამო ტყეში საოცარი სიჩუმეა. ამიტომაც ის გახდა პოპულარული ადგილი თვითმკვლელობებისთვის. სტატისტიკით, აქ ყოველ წელს სიცოცხლეს სუიციდით 100 ადამიანი ასრულებს.

17

18. “Kit Kat” უჩვეულო გემოთი. ალბათ გაგიგიათ, ან გაგისინჯავთ მაინც შოკოლადი “Kit Kat”-ი. და ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ იაპონელებს უყვართ უცნაური გემო და არომატი. რა გაეწყობა, თავიანთი უცნაურობებით ისინი შოკოლადსაც კი გადაწვდნენ. რას იტყოდით “კიტ-კეტზე” შემწვარი კარტოფილითა და სოიოს სოუსით? ან იქნებ მისი გასინჯვა ადგილობრივი მცენარე ვასაბის არომატით გსურთ? სხვათა შორის, ღმერთმანი, ეს შოკოლადები იაპონიაში სუპერპოპულარულია.

 

18

19. ბალიშები მარტოხელა მამაკაცებისთვის. იმ იაპონელთათვის, ვისაც არ ჰყავს ცოლი ან მეგობარი გოგონა, ადგილობრივმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაამზადეს აი ასეთი ბალიშები. რა გაეწყობა, ბოლოს და ბოლოს, თქვენს ხელოვნურ საყვარელთან არასდროს მოგიწვთ რაიმეზე კამათი.

 

19

20. ბალიშები მარტოხელა ქალებისთვის. რა თქმა უნდა, იაპონელებმა არც მარტოხელა ქალები დაივიწყეს…

20

21. ბრაილის შრიფტი ლუდის ქილაზე. იაპონიაში ლუდის ქილის ყიდვისას, შესაძლოა მასზე თქვენ უცნაური სიმბოლოები შენიშნოთ. ეს ბრაილის შრიფტია, რომელიც სპეციალურად უსინათლოთათვის დაატანეს ლითონის ქილებს. ეს ყველაფერი კი, ლუდით გაგრილებასთან ერთად, მყიდველებს სიამოვნებასაც ჰგვრის. აი ასეთი მგრძნობიარე და აუცილებელია იაპონიაში ინვალიდებზე ზრუნვა.

 

21

22. ველოსიპედები, ველოსიპედეები და კიდევ ერთხელ ველოსიპედები. გადატვირთული მოძრაობის გამო, დიდი ხანია, რაც ველოსიპედი იაპონიაში გადაადგილების მთავარ საშუალებად იქცა. ასე, რომ ასეთი სანახაობა აქ იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. განსაკუთრებით კი ცენტრალური რკინიგზის სადგურებზე, სავაჭრო ცენტრებთან და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

 

22

23. იაპონური უნიტაზები. უფრო სწორად, ეს “იაპონური სუპერტუალეტებია”. ღილაკებით აღჭურვილ ამ უნიტაზს, აქვს წყლით ბანვის ფუნქციაც. ანუ, მოსაქმების შემდეგ, წამოდგომის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ ადგილზევე დაიბანოთ სასქესო ორგანოები.

23

24. გაზსაწინააღმდეგო დამცავი ნიღბების კუნძული. ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთში არის კუნძული მიაკეძიმა, სადაც მდებარეობს ოიამას აქტიური ვულკანი. 2005 წელს, მისი ბოლო ამოფრქვევიდან, აქ მუდმივად ჟონავს მხუთავი გაზი, რის გამოც კუნძულის ყველა ადგილობრივი მცხოვრებისთვის აუცილებელია გაზის საწინააღმდეგო დამცავი ნიღბების ტარება – მუდმივად! თუ ჰაერში გოგირდის მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა, მაშინვე განგაშის სიგნალი ირთვება.

 

24

25. კაფსულა – სასტუმროები. ეს ნამდვილად ყველაზე დიდი სიგიჟეა იაპონური გამოგონებების ისტორიაში, რომელმაც მთელი მსოფლიო გააკვირვა. ასეთი “სასტუმროები” პირველად ტოკიოში 1979 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ წარმატებით ემსახურება ათასობით კლიენტს. მას განურჩევლად ყველა იყენებს – ბიზნესმენებიდან დაწყებული, ლოთებით დამთავრებული, რიმელთაც გვიან სახლში დაბრუნება ცოლებთან მოსალოდნელი კონფლიქტის გამო აშინებთ.

 

25

კომენტარები

სხვა სიახლეები