25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ კამათს ასაკით უფროს ადამიანებთან. სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ, დღეს არ იზარმაცოთ. ზოგიერთი ფულად ჯილდოს მიიღებს.

კურო
დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მივლინება. ზოგიერთი სურვილი მარტივად აგისრულდებათ. შეეხმიანეთ მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, ან ნაჩხუბრები ხართ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი ვალის, სესხის აღებას შეძლებს. სერიოზულ, უსიამოვნო საუბარს ვერსად გაექცევით.

კირჩხიბი
დღეს უმჯობესია, საქმეებისგან დაისვენოთ. არ გასცეთ დაუფიქრებელი დაპირებები. მეტი ყურადღება მიაქციეთ კუჭს; მოერიდეთ მლაშე და ცხარე საკვებს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხები მოგვარებისას.

ლომი
მოერიდეთ ნაცნობებთანაც

კი საკუთარ გეგმებზე საუბარს. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეების მოგვარება. დღეს გაისტუმრეთ ვალები.

ქალწული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯამრთელობას. გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას. არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება.

სასწორი
ფინანსური საკითხები დაკვირვებულად მოაგვარეთ. ზოგიერთს შეხვედრა ელის დიდი ხნის უნახავ კოლეგასთან ან მეგობართან. საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით.

მორიელი
დღეს დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით, მაღალჩინოსნებიც კი. ამიტომ, ისარგებლეთ მომენტით. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი
საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. დაშორებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ხორციანი კერძები ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ.

თხის რქა
კარგი დღეა პროფესიონალური საკითხების მოსაგვარებლად. გამონახეთ დრო უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ფული მოზომილად ხარჯეთ.

მერწყული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან, უმჯობესია, მათთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეთ. კარგი დღეა უცხოელ მეგობრებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობისთვის.

თევზები
დღეს მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი უნდა გამოიჩინოთ. გაარკვიეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, რათა არ წარმოიქმნას გაუგებრობები და წყენა. საქმიანი შეხვედრები დილით დაგეგმეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები