იმისათვის, რომ სექსის დროს მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, აუცილებელია, ყველა ეს მეთოდი შენს ყოველდღიურობად აქციო.
1. იყავი გულახდილი პარტნიორთან
2. დაეხმარეთ ერთმანეთს ტანსაცმლის გახდაში
3. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენს პარტნიორსაც შესაძლოა, აკლდეს კონკრეტულ მომენტში თავდაჯერება და დაეხმარეთ მასაც
თუ პარტნიორი თავს იკავებს და სხეულის რომელიმე მონაკვეთის ბოლომდე გაშიშვლება არ სურს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა შეიმოსო. შენ გაიხადე ბოლომდე და მიეცი ამით მაგალითი. გადადგი ეს ნაბიჯი მისი მეტი გაბედულებისთვის.
4. უჩვენე, რა შეგიძლია
5. ჰკითხე საკუთარ თავს, „რა მიშლის ხელს?“
ჩვენს საუკუნეში უამრავი სექსუალური ლიტერატურა არსებობს. ისარგებლე მისით.
6. დაეხმარე, მიიღოს განათლება შენი დახმარებით. ყველა ბოროტება გაუნათლებლობიდან მოდის. არ აქვს მნიშვნელობა, ეს გაუნათლებლობა სკოლას უკავშირდება თუ საწოლს
7. თუ სამეცნიერო ლიტერატურამ არ გიშველა, სცადე ბელეტრისტიკა
ინტერნეტი სავსეა ეროტიკული მონათხრობებით. განავითარე ფანტაზია სექსში.
8. თუ არ გიყვარს კითხვა, უყურე ფილმებს
9. ისწავლე შენი გარშემომყოფებისგან
ალბათ ყველა ჩვენგანს ჰყავს ერთი მაინც ისეთი მეგობარი, რომელიც ნამდვილად არ არის იდეალური გარეგნობის, უნაკლო ფორმების, მაგრამ ის პოპულარობით სარგებლობს საწინააღმდეგო სქესში. გახსოვდეს, იმისთვის, რომ იყო მიმზიდველი, სულაც არ არის აუცილებელი 90-60-90 პარამეტრების იყო და 5 ზომა მკერდი გქონდეს.
10. გამოიყენე უფრო მოხერხებული თეთრეული
ლოგინში თავდაჯერების 90%- ის განმსაზღვრელია სწორად შერჩეული თეთრეული, ამიტომ ჩაიცვით ის ტრუსები და ის ბიუსჰალტერი, რომელშიც თავს თავისუფლად გრძნობთ.
11. გახსოვდეს, ჩვენ ცხოველები ვართ, რომლებიც სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ
მამაკაცები დიდ ყურადღებას აქცევენ მკერდს და შიშველ სხეულს მთლიანობაში და არა მასზე არსებულ თითოეულ სტრიას.
12. გათავისუფლდი წარსულის აჩრდილებისგან
ყველა ჩვენგანს აქვს ზურგს უკან მენტალური ბარგი. ყოფილი რთული ურთიერთობები ქმართან, განქორწინება და ასე შემდეგ… დატოვე ეს უკან, წარსულში. მიეცი თავს უფლება, იყო სასურველი, სუსტი და სექსუალური. ბოლოსდაბოლოს შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, ვისაც სიყვარული სჭირდება.
13. შეეშვი პარტნიორის მოტყუებას და უბრალოდ მოდუნდი
ერთხელაც დადგება დღე, როცა შენი პარტნიორისგან ზედმეტ კილოგრამებს ვეღარ დამალავ. მოგიწევს, გამოაჩინო შენი ფუმფულა მუცელი. მიიღე ეს საყვარელი რამ ისეთი, როგორიც არის. მიეცი თავს უფლება, ამის მიუხედავად, გქონდეს განსაკუთრებული სექსი.
14. ნაკლები უმზირე და მეტი იგრძენი
სექსის დროს კონცენტრირება გააკეთე შეგრძნებებზე და შენ დაივიწყებ ყველა ცუდ ფიქრს.
15. სცადე სექსი ვალდებულებების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლოს ეს სექსი ვალდებულებებამდე მიგიყვანს
თუ უცნობ ადამიანს თქვენთან სექსის ძლიერი სურვილი აქვს, ეს სულაც არ არის ისეთი ცუდი, როგორც თქვენ გგონიათ.
16. ჩამოყალიბდი შენს თავში, რა გსურს, შემდეგ კი მიდი და მიიღე ის, რაც გინდა.
ნუ გეშინია შენი სურვილების. გააკეთე, რაც გინდა, როგორც გინდა და ვისთანაც გინდა.
17. მოძებნე თანამოაზრე
სექსში აბსოლუტური სიამოვნება მიიღწევა, თუ ის გაქვს ისეთ ადამიანთან, ვისაც ისეთივე სურვილები და მისწრაფებები აქვს ლოგინში, როგორც შენ და ორივეს მოგწონთ, რასაც და როგორც აკეთებთ.
18. სცადე, ინტიმური თეთრეულის ცოცხალი მოდელი გახდე
19. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთე საკუთარ თავს კომპლიმენტი
20. გააკეთე ისეთი რამეები, რაც ადრე „არ შეიძლებოდა“
21. პრობლემას შეხედე არა ემოციურად, არამედ ცივი გონებით და ლოგიკით.
22. შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. გახსოვდეს, ყველა ჩვენგანს აქვს ნაკლი. ნუ ჩაიციკლები ამაზე. შენ იმსახურებ ბედნიერებას.
23. შენ არ ხარ ოქროს სამკაული, რომ ყველას უყვარდე
24. გახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ