დაშორების შემდგომი პერიოდი რთული შეიძლება იყოს. ძალიან შორეული ჩანს სრული გათავისუფლება და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, თუ რა მოხდა და რა არ მოხდა, ტანჯვა გრძელდება. ზოგჯერ მშვენივრად გესმით, რა უნდა გააკეთოთ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მაგრამ რატომღაც გაურკვევლობაში რჩებით.
აი, რა უნდა გახსოვდეთ:
1. მიეცით საკუთარ თავს ძალების აღდგენის დრო.
2. ნუ ადევნებთ თვალყურს მის სოციალურ ქსელებს.
3. ეცადეთ, დრო არ დაკარგოთ ერთად გატარებული მომენტების გახსენებაზე.
4. შეხედეთ რეალობას: რა ხდება ახლა და არა როგორი იყო წარსულში ან როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავალში.
5. ისწავლეთ “შეცდომებზე“, მაგრამ ნუ განიხილავთ მათ, როგორც რეალურ შეცდომებს.
6. ნუ ეძებთ მიზეზს ყოფილი შეყვარებულის სანახავად.
7. ნუ იქნებით ძალიან მკაცრი საკუთარ თავთან.
8. ნუ ეცდებით „მეგობრობას“, თუ ჯერ კიდევ გაქვთ გრძნობები მის მიმართ.
9. გაიგეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ვინმესთვის და რა არ უნდა გააკეთოთ.
10. დაკავდით ჯანსაღი ჰობით.
11. რჩევა, რომელიც არასდროს გიმტყუნებთ: შოპინგი!
12. გადაღებეთ ოთახი, განაახლეთ ინტერიერი.
13. მოაწყვეთ ხანმოკლე მოგზაურობები.
14. მოიშორეთ ყველაფერი, რაც მას გახსენებთ.
15. შეწყვიტეთ მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
16. აღარ ჰკითხოთ მეგობრებს მის შესახებ.
17. გაიგეთ, რომ ის, რასაც ხედავთ სოციალურ მედიაში, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს რეალობისგან.
18. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან.
19. იპოვეთ დრო თქვენი გატაცებისა და ვნებისთვის.
20. მიიღეთ ეს, როგორც ცხოვრების ნაწილი. ნუ იქნებით დრამატული, უბრალოდ თქვით: ზოგჯერ ასე ხდება.
21. ისწავლეთ სიამოვნების მიღება საკუთარ თავთან განმარტოებაში.
22. ნუ ავნებთ საკუთარ თავს და ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს.
23. აპატიეთ საკუთარ თავს და მასაც.
24. არ წახვიდეთ ახალ პაემანზე, სანამ არ იგრძნობთ, რომ მზად ხართ.
25. რაც მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი ყოველდღე!
წყარო: https://intermedia.ge