25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სანამ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებთ, სჯობს დაასრულოთ ძველი პრობლემური საქმეები და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა ადრე დაშვებული შეცდომების გამო დაბრკოლებებმა მნიშვნელოვნად შეგაფერხოთ.

კურო

გააანალიზეთ თქვენი საქმიანობა და მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეეცადეთ დამოუკიდებლად, თავად შეიმუშაოთ სამოქმედო სტრატეგია, კარგად გათვალეთ რას მოგიტანთ ესა თუ ის მოლაპარაკება.

ტყუპები

ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა არა ერთი შემოთავაზება და დამატებითი სამუშაოც კი მიიღოთ. აქტიური პერიოდია, გაგახარებთ ფინანსური საკითხების სასიკეთოდ მოგვარება.

კირჩხიბი

ნუ ინერვიულებთ ფინანსებთან დაკავშირებით, თქვენ ყველაფერს დაძლევთ და არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ. შესაძლოა ცვლილებები განვითარდეს სამსახურთან დაკავშირებით. ელოდეთ სიტუაციის სასიამოვნო განახლებას.

ლომი

მართალია კმაყოფილი ხართ თქვენი შრომის შედეგებით, თუმცა შესაძლოა იგრძნოთ რომ მოგბეზრდათ ეს ერთფეროვნება, გწყურიათ სიახლეები, ნუ მოდუნდებით, ნუ ელოდებით სხვისგან სიტუაციის ცვლას, თავად გაიფერადეთ ცხოვრება.

ქალწული

ახალი შესაძლებლობებისა და საქმიანი აქტიურობის დრო დადგა. გამოიყენეთ მეგობრებისა და უფროსობის თანადგომა და რჩევები. მოგიწევთ გარემოს შეცვლა და გადაადგილებები.

სასწორი

ახლა ყველაზე უპრიანი იქნება მოამზადოთ ნიადაგი თქვენი სამომავლო ქმედებისთვის. დაასრულეთ, ბოლომდე მიიყვანეთ დაწყვებული საქმეები და თუ საჭიროება მოითხოვს დროულად შეიტანეთ მათში კორექტივები.

მორიელი

ყველაფერი ჩვეული რიტმით მიედინება, შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაყვეტილება სამუშაოსთან დაკავშირებით. ელოდეთ საინტერესო ცვლილებებს.

მშვილდოსანი

ჩამოყალიბდით და გადაწყვიტეთ რას ელოდებით თქვენი გეგმების განხორციელებით, ზედმეტად ნუ შფოთავთ და დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ ხელმძღვანელთა აზრს თქვენი პროექტის შეფასებისას.

თხის რქა

სახლში არსებული სირთულეები და უამრავი საქმე თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ელოდეთ ახალ გარიგებებსა და კლიენტებს. ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება.

მერწყული

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებსა და შეხვედრებს. არ გტოვებთ ბედნიერებისა და სიხარულის განცდა, რაც ძალიან კარგად აისახება არა მხოლოდ თქვენს, არამედ ირგვლივმყოფთა შრომისუნარიანობაზე.

თევზები

ნუ იჩქარებთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, ყველაფერს დროულად მოასწრებთ და გამომუშავებულითაც საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით.

კომენტარები

სხვა სიახლეები