25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილით ვარჯიში და ჯანსაღი საუზმე ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კურო
დღეს შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთნ. შექმენით რომანტიკული გარემო.

ტყუპი
პროექტი ფულის გარდა წარმატებასაც მოგიტანთ. თუმცა, სამსახურის საქმეების გამო ნურც ოჯახს დაივიწყებთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

კირჩხიბი
პირველ რიგში საკუთარ თავზე, ინტერესებზე იფიქრეთ. არავინ ჩაახედოთ პირად საქმეებში. დაგეგმეთ სამომავლო პროექტები. კარგი დღეა რომანტიკული ნაცნობობისთვის.

ლომი
მოულოდნელი საქმეები ვალდებულებები გამოგიჩნდებათ. ყურადღება გმართებთ საბუთებზე ხელის მოწერისას. საქმიანი შეხვედრები შეგიძლიათ სპორტდარბაზშიც დანიშნოთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.

ქალწული
შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორი უჩვეულო სიტუაციაში გაიცნოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვებას, გამოასწორეთ ძილის რეჟიმი. სამსახურის საქმეების გამო საღამოს საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ნუ გადადებთ.

სასწორი
შაბათი კარგი დღეა დასვენებისთვის. მოამზადეთ გემრიელი სადილი. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, უყურეთ საყვარელ ფილმებს და დროზე დაიძინეთ.

მორიელი
დროა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადახვიდეთ. დღეიდან დაიწყეთ ვარჯიში, ხილისა და ბოსტნეულის კერძების ჭამა. გამოისწორეთ ძილის რეჟიმი. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
ახალი, გრძელვადიანი პროექტების დაწყების დღეა. რაც მომავალში ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამოს შინ ნუ გაატარებთ, წვეულებაზე საინტერესო ნაცნობობა გელით.

თხის რქა
ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ საყიდლები. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად. გააქტიურდით, დაიწყეთ ვარჯიში ან სირბილი დილაობით. გაიუმჯობესეთ ძილის, კვების რეჟიმი.

მერწყული
დროა, ისეთ საქმეებს მოკიდოთ ხელი, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი რომანტიკულ ურთიერთობას აღადგენს მივიწყებულ პარტნიორთან.

თევზები
ნუ გააკეთებს საქმეს ხათრს გამო, თუ დაინტერესება არ გაქვთ, დელიკატურად განაცხადეთ უარი. დღევანდელი დღე ოჯახს, საყვარელ ადამიანს დაუთმეთ. დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, დღეიდან დაიწყეთ სწორი კვება და ვარჯიში.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები