ვერძი
დღეს ბავშვივით დაუცველი იქნებით. ამიტომ მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანების გვერდით, ვისი იმედიც გაქვთ. თუ ბავშვობაში დაბრუნება გსურთ, იყავით ლაღი და საყვარელ ადამიანებს მეტად მოაფერებინეთ თავი.
კურო
ფიზიკურად ჯანმრთელი ხართ, მაგრამ გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეთ. მოსალოდნელია ურთიერთობის გაწყვეტა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან საუბარს.
ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამო გონებრივი გასართობებით – ჭადრაკი, ფაზლის შეგროვება, კროსვორდების ამოხსნა – გაიმრავალფეროვნეთ.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეებითა და საოჯახო საკითხებით იმდენად გადაიღლებით, რომ რომანტიკული თავგადასავლებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან.
ლომი
მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას, არ გადაღალოთ ხერხემალი. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
ენერგიული ხართ, სურვილი გაქვთ, ყველაზე უკეთესი იყო და ამიტომ, კარგი დღეა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ნუ იქნებით ზედმეტად გაჯიუტებული და საკუთარ აზრს სხვებს ნუ მოახვევთ.
სასწორი
ზოგიერთს დიდი ხნის სურვილი აუსრულდება; ზოგს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელის. უკვე არსებული კავშირი კი რომანტიკული ან სექსუალურ თავგადასავალში გადაიზრდება.
მორიელი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, ჰარმონიის შესაქმნელად. დასვენებასა და
რელაქსაციას იქ შეძლებთ, სადაც სისუფთავე და წესრიგი სუფევს.
მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. ზოგს ძვირად ღირებული ნივთების შეძენა ელის, ზოგსაც – საოჯახო მოწყობილობების.
თხის რქა
დღეს მოსვენებას დაგიკარგავთ კითხვა: ოჯახი თუ სამსახური. რა თქმა უნდა, დასვენების დღეს მეტი დრო ოჯახში უნდა გაატაროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან და ნათესავებთან.
მერწყული
შეიძლება ძველმა პრობლემებმა შეგახსენონ თავი. მოგეჩვენებათ, თითქოს რაღაცას გიმალავენ. ბზარი გაჩნდება პირად ურთიერთობაშიც, გაგიჭირდებათ პარტნიორის გაგება. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები.
თევზები
იმისათვის, რომ შიშებმა და ფობიებმა არ შეგაწუხოთ, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. ნუ ეცდებით გარშემო მყოფების მხოლოდ ერთი, კონკრეტული საქციელით შეფასებას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს.
წყარო: www.astrologi.ge