ვერძი
მოულოდნელად დიდ წვეულებაზე მიგიწვევენ. თუკი ლოიალური იქნებით და კომპრომისზე წახვალთ, პირად გეგმებსა და მიზნებში წარმატება გელოდებათ. ძალიან გამოგადგებათ საკუთარი დიპლომატიური შესაძლებლობები. შეაფასეთ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით. გაჩუმებამ შესაძლოა, ბევრი უსიამოვნება აგარიდოთ.
კურო
შესაძლოა, იყოთ საქმიანი ადამიანი და ფრჩხილების მოწესრიგებაზე იფიქროთ. დაუთმეთ ეს დღე საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგდეთ. ფორმაში ჩასადგომად დიეტოლოგი დაგეხმარებათ. დროა, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ფორმებსა და კვების რაციონს. გარეგნობის გასაუმჯობესებლად მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანილი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
ტყუპები
ერთ-ერთი სუფთა დღეა. გამოირჩევით სამართლიანობით, გაწონასწორებულობით, ჰარმონიით, რომელთა დარღვევა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ეს დღე კარგია სისხლის გასაახლებლად. ყვირილი და უცერემონიო ქცევა სრულად გამორიცხეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიიღოთ ცხოველური საკვები (გარდა თევზისა) და სოკო.
კირჩხიბი
რომანტიკული ურთიერთობები მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება თქვენთვის. მარტოხელა ადამიანებს უჩვეულო შეხვედრის შანსი მიეცემათ, რომელიც მათ ცხოვრებას გაალამაზებს, მაგრამ ეს ურთიერთობა შესაძლოა, ქორწინებით არ დასრულდეს, რადგან კირჩხიბებს მეორე ნახევრის შესარჩევად მაღალი მოთხოვნები აქვთ.
ტყუპები
მოირგეთ ახალი იმიჯი და გაისეირნეთ. ეს დღე შესანიშნავია, ხალხის აზრის გასაგებად, რას ფიქრობენ თქვენზე ან თქვენს საქმიანობაზე, ზოგადად. გაიარეთ მოდურ მაღაზიებში, იპოვეთ თქვენთვის ნივთები, რომლებიც ახალი იმიჯის მორგებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ ვიზიტი კოსმეტოლოგთან.
ლომი
გადაწყვეტილების მიღებისას ჩაიხედეთ თქვენს საფულეში – ის დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. შესაძლოა, ძველმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავი. კარგი იქნება, თუკი მკურნალობას განაახლებთ და მკურნალობის კურსს ბოლომდე მიიყვანთ.
ქალწული
თქვენი შარმის დამსახურებით, არაერთ სასიყვარულო გამარჯვებას იზეიმებთ. როგორც ვარსკვლავები გკარნახობენ, ამ დღეს ფულის ხარჯვა მოგიწევთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და ნუ გადადგამთ, ასევე, ნაჩქარევ ნაბიჯებს. თუკი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, უმჯობესია, დაიცადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ. ეს განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობასა და ფინანსურ დანახარჯებს ეხება.
სასწორი
გაუთვალისწინებელი მოვლენები მთელ გეგმებს აგირევთ. აუცილებელია, ექსპრომტად იმოქმედოთ. ამ დღეს არ გამოირიცხება ახალი ნაცნობობაც, რომელიც შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
მორიელი
ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებით. თქვენი ასაკობრივი სექსუალობა საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებს მაგნიტივით მიიზიდავს. უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. დროა, გარდერობი განაახლოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ახალი რომანტიკული ურთიერთობის აუცილებლობას იგრძნობთ და მზად იყავით მსუბუქი ფლირტისთვის, რომელიც არ გამოირიცხება, ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს. იქნებ, დაივიწყოთ წარსული და ახალი სამყარო გახსნათ?
თხის რქა
ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაძლოა, ახლობელი ადამიანის ორსულობის შესახებ შეიტყოთ. ეს დღე შესანიშნავია საოჯახო წვეულებების მოსაწყობად, დასაქორწინებლად ან ნიშნობისთვის.
მერწყული
ეს დღე შესანიშნავია ქორწინებისთვის და მსგავსი საოჯახო სიხარულისთვის. ბავშვები ვერ აღგაფრთოვანებენ, თუმცა, თქვენს იმედებს გაამართლებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია საიმედო პარტნიორად დარჩეთ, დანაპირები შეასრულოთ და კანონი არ დაარღვიოთ.
თევზები
კონფლიქტური პერიოდი გაქვთ. შესაძლოა, იკამათოთ საყვარელ ადამიანთან და მას სამუდამოდ დაშორდეთ ან ცხოვრების პოტენციური თანამგზავრები თქვენი სიფიცხით დააფრთხოთ. დააჭირეთ ენას კბილი, განსაკუთრებით ემოციური აფეთქების დროს.