25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბიჭუნას სხეულშია გამომწყვდეული: მძულს ეს ბავშვი სარკეში

619
SHARE

პოლონელი ტომას ნადოლსკი იშვიათი გენეტიკური დაავადებით ცხოვრობს, რომელიც მას არა მარტო 12 წლის ასაკის ბიჭუნას სხეულში “ამწყვდევს”, არამედ დიდ ტკივილსაც აყენებს.

მამაკაცი 25 წლის ასაკშია  დაავადებას, კი რომლის გამოც ის 12 წლის მოზარდივით გამოიყურება, “ფაბრი” ეწოდება. დაავადება ეხება არა მარტო გარეგნობას, არამედ თირკმელებს, გულსა და კანსაც. მან მთლიანად დაანგრია მისი ცხოვრება. ტომასს არავინ უყურებს, როგორც ზრდასრულს, ხოლო როდესაც პირადობის დამადასტურებელ საბუთს იყენებს, თაღლითობაში სდებენ ბრალს.

“25 წლის ვარ და მინდა, გამოვიყურებოდე როგორც მამაკაცი. ვერ ვიტან იმ ბიჭს, რომელსაც სარკეში ვუყურებ ყოველდღე, იმიტომ, რომ მე ის არ ვარ. ჩემი მშობლები ძალიან დაითრგუნენ, ისინი ხედავდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, მაგრამ ექიმებს ენდობოდნენ მათი თქმით, მე ფსიქიკურად ვიყავი დაავადებული და უბრალოდ, მეტი საჭმელი უნდა მიმეღო, რომ გავზრდილიყავი.

როდესაც სახლში ვარ, უბრალოდ, ვზივარ ჩემს ოთახში და მარტოობაში ვატარებ დროს. მარტოსულად ვგრძნობ თავს, ავადმყოფობამ ჩვენი ოჯახური ურთიერთობებიც დაანგრია. მტკივა სახსრები, ძვლები და კუნთები. ჩემი სხეულის ყოველი სანტიმეტრი ტკივილს მაყენებს. არ შემიძლია ნორმალური ძილი და ცხოვრება”. – ყვება ტომასი.

FB კომენტარები

კომენტარი