25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

406
SHARE

ვერძი – იდეალური დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

კურო – თუ შეგიძლიათ, რომ პრობლემები აირიდით, აირიდეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, არ დაძაბოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ტყუპი – სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. ეცადეთ, დროზე დაასრულოთ საქმეები, რათა საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. თუმცა, გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად დღევანელ დღეს ნუ გამოიყენებთ.

კირჩხიბი – დილა პოზიტიურად დაიწყეთ. სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. გამონახეთ დრო კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

ლომი – შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ არ განერვიულდეთ. მთავარია, დროზე შეასრულოთ ძირითადი საქმეები, დეტალების გამოსწორებას ყოველთვის მოასწრებთ.

ქალწული – რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით დაკვირვებულად შეძლებთ მუშაობს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მუსიკასაც მშვიდს მოუსმინეთ. ჩაცმულობაში მკვეთრი ფერის აქსესუარები გამოიყენეთ.

სასწორი – დღის განმავლობაში მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ იყოთ დელიკატური და მეტად გამოავლინოთ დახვეწილი მანერები. მიმდინარე საკითხები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

მორიელი – ყოველთვის დარწმუნებული იყავით, რომ ადამიანს გული არ უნდა გადაუშალოთ. მაგრამ თუ რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, დღევანდელი დღე გამოიყენეთ.

მშვილდოსანი – ნუ გაართულებთ ყველაფერს. სანამ არ გთხოვენ დახმარებას, არავის მიეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. უმჯობესია, ჯერ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოთ.

თხის რქა – სიამოვნების მიღების დღეა. აუჩქარებლად, დაკვირვებით იმუშავეთ და ეცადეთ, შინ დროზე დაბრუნდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული – მეგობრები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. შეიძლება ძველ კოლეგებსაც შეხვდეთ და დახმარება მათგანაც მიიღოთ. ეცადეთ, გული იმ ადამიანებს გადაუშალოთ, ვისგანაც იცით, რომ დახმარებას მიიღებთ.

თევზები – კარგი დღეა თქვენი იდეები და გეგმები გავლენიან პიროვნებებს რომ გაუმხილოთ. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება.

FB კომენტარები

კომენტარი