25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

288
SHARE

ვერძი
გეგმის მიხედვით იხელმძღვანელეთ, იყავით მომთხოვნი საკუთარი თავისადმი. პირად ცხოვრებაში საინტერესო ცვლილებები გელით. თუმცა, ყურადღებით იყავით, საყვარელმა ადამიანმა ზედმეტი პასუხისმგებლობა არ გადმოგაბაროთ.

კურო
აკეთეთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ და ყურადღება არ მიაქციოთ მოშურნეების კრიტიკას. აქტიური მოქმედებების დღეა. ზოგიერთი არაორდინალური ქცევით გარშემო მყოფებს გააოცებს.

ტყუპი
უარი არ თქვათ მეგობრულ შეხვედრაზე, წვეულებაზე საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. საღამო შემოქმედებით საქმიანობას დაუთმეთ, აიყოლიეთ საყვარელი ადამიანი.

კირჩხიბი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის გიკარნახებთ სწორ გადაწყვეტილებას. დღის მეორე ნახევარი მშვიდ გარემოში გაატარეთ, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. საღამო ყველაზე მხიარული მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ლომი
სამსახურის საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. დღის მეორე ნახევარი საოჯახო ვალდებულებებს დაუთმეთ. აიყოლიეთ მეუღლე, ბავშვები.

ქალწული
მცირე დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით. დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე და ყველაფერს სწრაფად მოაგვარებთ. გამოუტყდით საყვარელ ადამიანს გრძნობებში. საღამოს გართობა და მხიარულება მოგინდებათ.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. ზოგიერთი საქმიან შეხვედრას მეგობრულ გარემოში დანიშნავს. საღამოს ნათესავების სტუმრობა და მხიარულება გელით.

მორიელი
არსად დააგვიანოთ. საქმეებისადმი მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. ამინდი არ შეგიშლით ხელს, შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ ან საყვარელ ადამიანს რომანტიკულ გარემოში დაუნიშნეთ პაემანი.

მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თქვენი პოზიტიური განწყობა შეუმჩნეველი არავის დარჩება. ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.

თხის რქა
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. ეცადეთ, დააფიქსიროთ ყველა იდეა და არ გამოგრჩეთ უმნიშვნელო დეტალიც კი. იზრუნეთ გარეგნობაზე, გარდერობის განახლებაზე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ნუ მოგერიდებათ გულწრფელი ემოციების გამოხატვის. საყვარელი ადამიანი შეიძლება გულახდილობის განწყობაზე იყოს, ან თქვენ მოგთხოვოთ გულის გადაშლა. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

თევზები
ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ. გაგიუმჯობესდებთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დღის მეორე ნახევარში შეეხმიანეთ უფროს ნათესავებს. ჩაი და გულახდილი საუბრები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი