25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

49
SHARE

ვერძი
ნურაფერს დაგეგმავთ, მოულოდნელობებისა და ცვილილებების დღეა. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა შორ მანძილზე, მოგზაურობა.

კურო
შანსი მოგეცემათ სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. ნუ შეგეშინდებათ, გარისკეთ და გაიმარჯვებთ.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი შეხვედრებისთვის. სიფრთხილე გმართებთ ფულთან, არ დაკარგოთ და არ გაფლანგოთ.

კირჩხიბი
დაქორწინებულები მოერიდეთ კამათს მეუღლესთან; ეჭვიანობას. მარტოხელებს სიფრთხილე გმართებთ ახალი ურთიერთობის დაწყებისას, რათა სიყვარულის მსხვერპლი არ გახდეთ.

ლომი
შეხვედრების, სატელეფონო საუბრებისა და კონტაქტების დღეა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას ნათესავებთან და მეზობლებთან.

ქალწული
ნუ იჯდებით გულხელდაკრეფილი. საკუთარი საქმეების წარმატებისა და იდეების განხორციელებისთვის გარშემო მყოფების შეწუხება მოგიწევთ.

სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა.

მორიელი
ნუ წამოიწყებთ ახალი საქმეებს. უმჯობესია, დაწყებულები დაასრულოთ, ან ახალი პროექტებისთვის სპონსორები მოიზიდოთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა როგორც რომანტიკული ურთიერთობისთვის, აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დღეს პოპულარული იქნებით საწინაღმდეგო სქესისთვის და არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

თხის რქა
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და გააუმჯობესეთ იგი.

მერწყული
საქმიანობის და სამსახურის შესაცვლელად არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია საჭირო ინფორმაციის დაგვიანება, საქმიანი შეხვედრების სხვა დღისთვის გადადება.

თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ ელექტრონივთების შეძენა; მოერიდეთ უკვე ნაყიდსაც. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.

 

წყარო: www.astrologi.ge

 

FB კომენტარები

კომენტარი