25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

93
SHARE

ვერძი
წარმატებას ადვილად მიაღწევთ. მთავარია, თავად მოინდომოთ და არ იზარმაცოთ. საღამოს მოემზადეთ საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.

კურო
პოზიტიური, კეთილი დღე გელით. ეცადეთ, მთელ ქვეყანას არ გაუმხილოთ თქვენი იდეები და არ იტრაბახოთ წარმატებებით. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას. თუმცა, რჩევებს ყური დაუგდეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. დღეს ნუ დაიწყებთ მუშაობას ახალ პროექტებზე.

ლომი
უამრავი საქმე გექნებათ დასასრულებელი. ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად საყიდლებზეა გაემართეთ.

ქალწული
ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს. დაიხმარეთ კოლეგებიც. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა.

სასწორი
ორიგინალური იდეები თუ დაგებადათ, ჩაინიშნეთ და კვირის ბოლოსკენ განახორციელეთ. თქვენს რჩევებს ოჯახის ყველა წევრი გაითვალისწინებს. საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვერა მოუწყვეთ.

მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

მშვილდოსანი
ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაართმევთ თავს, მაგრამ ეცადეთ, ძალიან არ გადაიტვირთოთ. მეტად დაისვენეთ. საღამოს საინტერესო, რომანტიკული ნაცნობობა გელით.

თხის რქა
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

მერწყული
სამსახურის საქმეების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ; განსაკუთრებით დეტალებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ნუ აიღებთ ვალს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

FB კომენტარები

კომენტარი