24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, ნუ შეიცვლით გეგმებს. გასართობად აირჩიეთ საყვარელი სპორტის სახეობა. ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს.

კურო

კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. საღამო რომანტიკას დაუთმეთ.

ტყუპი

ნუ განმარტოვდებით. იყავით მეტად პოზიტიური. მეგობრებს მიმართეთ დახმარებისთვის. აღადგინეთ მივიწყებული კავშირები.

კირჩხიბი

იყავით ამაღლებულ განწყობაზე. ეცადეთ, საკუთარი თავიც გამხნევოთ და გარშემო მყოფებიც. დღის მეორე ნახევარში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ.

ლომი

კარგი დღეა დასვენებისა და ენერგიის აღსადგენად. მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები. საღამოს უყურეთ ფილმს, გადაცემას მოგზაურობაზე.

ქალწული

შეგეცვლებათ შეხედულებები, ინტერესები. არ იზარმაცოთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. კარგი დღეა ფიზიკური და გონებრივი აქტიურობისთვის.

სასწორი

საყვარელი ადამიანის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ და დაეხმაროთ მას სასურველის ასრულებაში. ამასთანავე, ნუ შეუზღუდავთ მას თავისუფლებას.

მორიელი

კარგი დღეა ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დღეს შინ დარჩით და მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

მშვილდოსანი

იდეებით აღსავსე და ენერგიული ხართ. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოიმატებს პოზიტივი. მოერიდეთ საიდუმლო კავშირებს.

თხის რქა

შეიძლება საყვარელმა გასართობმაც კი არ მოგანიჭოთ სიამოვნება. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საქმეების მოგვარებას. პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.

მერწყული

ცვლილებებისა და თავგადასავლების დღეა. მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან და ნათესავებთან. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, მგზავრობას.

თევზები

იყავით გულწრფელი გარშემო მყოფების მიმართ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. შეიძლება გასტრონომიულმა ექსპერიმენტებმა გაგიტაცოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები