24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენს ცხოვრებაში პერსპექტიული ცვლილებების დროა. თვის მეორე ნახევარში სიყვარულში გამართლება გელით. შესაძლოა, დაქორწინდეთ კიდეც. თუ საინტერესო სამსახური შემოგთავაზეს, აუცილებლად დასთანხმდით, თუნდაც მყისიერ შემოსავალს არ ელოდეთ.

კურო
სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ყველა მნიშვნელოვანი კარი დაიკეტოს. შემოქმედებითი ფანტაზიისა და მოხერხებულობის დახმარებით შეიძლება უამრავი პრობლემისგან გათავისუფლდეთ. ნუ იდარდებთ, თუ რაღაც არ გამოგდით – ამ დღეს ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენ გინდათ.

ტყუპები
აქტიური დღე გელით. შანსი გაქვთ, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეცვალოთ და თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანოთ. ფიქრის დრო არაა, დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუდექით.

კირჩხიბი
ძველი ოცნების ასრულებისთვის ხელსაყრელი დროა. ახლობლები რჩევით ან საქმით დაგეხმარებიან. შემოსავლის სიმცირეს არ უჩივით, რადგან სოლიდური თანხის გამომუშავებას ადვილად ახერხებთ. შეგიძლიათ, შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ და ურთულესი ამოცანების ამოხსნას შეუდგეთ. ფულის დაზოგვის მიზეზი არ გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი ფინანსები როგორც გსურთ, ისე დახარჯოთ.

ლომი
მიზნის მიღწევაში მხოლოდ სიზარმაცე და ოცნებების სამყაროში დარჩენის სურვილი გიშლით ხელს. კარგი დროა სპორტული ვარჯიშების, იოგის ან მასაჟის დასაწყებად. დიეტის დაწყებამდე ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტარეთ და კონსულტაციისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

ქალწული
შიშითა და ეჭვებით სავსე დღეა. გეჩვენებათ, რომ საიმედო დასაყრდენის გარეშე დარჩით და მოქმედება უნდა შეანელოთ. ასე თუ მოხდა, თქვენი უამრავი ღირსების შესახებ ვერავინ შეიტყობს. არც ისაა გამორიცხული, რომ პარტნიორმა უფრო აქტიური მეწყვილის მოძებნა გადაწყვიტოს.

სასწორი
თქვენს წარმატებას მხოლოდ არაორგანიზებულობა და ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა შეუშლის ხელს. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად იმოქმედეთ და დასახეთ სამომავლო გეგმები საერთო, საზოგადო თუ პოლიტიკურ სფეროებში.

მორიელი
თქვენი გზა არ იქნება ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ სირთულეებს, ასე თუ ისე, შეეგუებით. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი გენიალური მუშაობის უნარსა და პრაქტიკულ გონებაზე. უახლოეს პერიოდში ბევრი შრომა მოგიწევთ. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ნელ-ნელა მოემზადოთ.

მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეების დახმარებით დიდ მოგებას ნახავთ და წარმატებას მიაღწევთ. გაწეული სამუშაოს დამსახურებით შექმნით ახალი, დიდი საქმის ფუნდამენტს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდება. ახალი საქმეების დაგეგმვისას, ყურადღება მიაქციეთ მოკავშირეებს – თქვენ გვერდით უნდა იყვნენ სერიოზული და პატიოსანი ადამიანები.

თხის რქა
ვარსკვლავები კარიერულ ზრდას, ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას გპირდებიან. როგორი მაცდური პერსპექტივაც არ უნდა გქონდეთ, პირველ რიგში, პირად ცხოვრებაზე უნდა იფიქროთ. დაკავდით საოჯახო საქმეებით.

მერწყული
განათლების სფეროში ახალი პერსპექტივა გამოგიჩნდებათ. გონივრული ქმედებით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეძლებთ თავის დაძვრენას. გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციასა და კარიერას.

თევზები
დღის პირველ ნახევარში, მარსის ჰარმონიული ზემოქმედებიდან გამომდინარე, უფრო მობილური იქნებით და ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მიიღებთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ვარსკვლავები არ გირჩევენ თანხის დაბანდებას ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. მხოლოდ ის დაგრჩენიათ, ღმერთს მადლობა გადაუხადოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები