24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დადებითი მომენტებით დატვირთული დღეა მოსალოდნელი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით.

კურო
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი თანამოაზრეების, მეგობრების გასაჩენად. ახლობლებისგან მხარდაჭერა და სიურპრიზები გელით.

ტყუპი
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდილების მისაღებად. აგრეთვე, დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს გაეცემა პასუხი.

კირჩხიბი
დღეს მოწყენილი არ იქნებით, უამრავი შეხვედრა და სატელეფონო საუბარი გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

ლომი
ცხოვრება, ურთიერთობები, საქმეები უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად.

ქალწული
უამრავ საქმეს – საოჯახოსაც და სამსახურებრივსაც – ადვილად გაართმევთ თავს. კარგი დღეა ვარჯიშისა და სულიერი პრაქტიკისთვის.

სასწორი
მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. დღეს დაწყებული რომანი დიდხანს გაგრძელდება და დაუვიწყარი იქნება.

მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, მოგზაურობის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში რომანტიკა და ვნება დაგიბრუნდებათ.

თხის რქა
მთელი დღე პრობლემებისა და საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, მაგრამ საღამოს მეგობრებთან მოსალხენადაც მოიცლით.

მერწყული
კარგი დღეა ურთიერთობებისა და მგზავრობისთვის, სარეკლამო კამპანის ჩასატარებლად და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. მათ მიმართ მეტად მზრუნველი და მომთმენი უნდა იყოთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები